Nuk
ნარკომანიის პრევენციის მხარდაჭერა საქართველოში, ადგილობრივ დონეზე
ნარკომანიის პრევენციის მხარდაჭერა საქართველოში, ადგილობრივ დონეზე

ნარკომანიის პრევენციული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „Praesterno Foundation“-ის ხელმძღვანელობა ესტუმრა.
თარიღი: 04/09/2017

ნარკომანიის პრევენციული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციის, „Praesterno Foundation“-ის ხელმძღვანელობა ესტუმრა.

 

ვიზიტის ფარგლებში დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში პირველი შეხვედრა შედგა. სამუშაო ჯგუფმა ნარკომანიის პრევენციის მხარდაჭერის პროგრამა განიხილა. პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 40 პირი ეტაპობრივად გადამზადდება. ნარკოლოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივი პრევენციული პროგრამების დაგეგმვის, შექმნისა და დანერგვის მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. გადამზადების პროგრამა ეტაპობრივად, რამდენიმედღიანი სასწავლო სესიების ფორმატით, პოლონურ-ქართულ ენებზე, 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოსა და პოლონეთში განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, სწავლებაში ჩართული პირები პრევენციული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების საკითხებზე პროფესიულ უნარებს და თეორიულ ცოდნას გაიღრმავენებ. ასევე, გაეცნობიან ინფორმაციას პოლონეთში მიმდინარე პრევენციული პროგრამების შესახებ. 

 

პროექტს - „ნარკომანიის პრევენციის მხარდაჭერა საქართველოში, ადგილობრივ დონეზე“ - პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.