PET – CT პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია
PET – CT პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია


თარიღი: 25/05/2017

ბირთვული მედიცინა და რადიაციული ონკოლოგია  GOP HOSPITAL- ში

PET CT (პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია)   GOP HOSPITAL

PET CT   ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის უახლესი ტექნოლოგია, სხვაგვარად მას “ფუნქციურ ტომოგრაფიასაც “უწოდებენ.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკაში. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელია საკმაოდ მაღალი სიზუსტით სიმსივნეების დიაგნოსტირება, ზომით 1 სანტიმეტრიდან, რომლებიც არანაირ კლინიკურ გამოვლინებას არ იძლევიან, ასევე დიფერენცირება ავთვისებიან და კეთილთვისებიან სიმსივნეებს შორის. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება გულისა (გულის კუნთის ცალკეულ უბნებში სისხლმომარაგების დარღვევები) და თავის ტვინის დაავადებების (ეპილეფსია, ალცჰეიმერის დაავადება, თავის ტვინის ტრავმები, იშემიური დარღვევები) სადიაგნოსტიკოდ.

PET CT საშუალებით ვღებულობთ უნიკალურ ინფორმაციას, მათ შორის იმ ორგანოების და ქსოვილების  შენების და ფუნქციების შესახებ, რომლებიც სხვა მეთოდებით ვიზუალიზაციისთვის მიუწვდომელია.

 

PET CT მრავალი დაავადების დროს გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობის შერჩევისთვის

 

PET CT საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ დარღვევები უჯრედულ დონეზე, და გვეხმარება  დავადგინოთ დიაგნოზი დაავადების ყველაზე ადრეულ სტადიაზე 

PET CT  - გამოსახულების მაღალი დეტალიზაცია და კვლევის მაღალი სიზუსტე

 

PET CT  კვლევის ორი მეთოდის ერთობლივი გამოყენება პაციენტის მდებარეობის შეცვლის გარეშე  გვაძლევს  შეცდომის რისკის მინიმუმამდე შემცირების შანსს

 

PET CT კომფორტი პაციენტისთვის - არ არის საჭირო სხივური დიაგნოსტიკის ცენტრში ორჯერადი ვიზიტი

PET CT  - განსაკუთრებით მძლავრი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტია 

 

ავთვისებიანი დაავადების სტადიის გამოვლენა

პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის კურსის შერჩევა

ქიმიოთერაპიის, ან სხვა მკურნალობის მეთოდის ეფექტურობის ნაადრევი შეფასება

ავთვისებიანი სიმსივნის რეციდივის ნაადრევი აღმოჩენა

ბიოფსიისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილის შერჩევა

 

 

რომელი დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის გამოიყენება PET CT –ი ?

- ფილტვის კიბო

- თავის –კისრის კიბო

- ლომფოპროფირატიული სიმსივნეები(ლომფომა)

- ძუძუს კიბო

- საყლაპავის კიბო, კუჭის კიბო

- ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის კიბო

- მსხვილი ნაწლავის და რექტალური კიბო

- ავთვისებიანი მელანომა

- ფარისებრი ჯირკვლის კიბო

- ენდომეტრიუმის და საშვილოსნოს ყელის კიბო

- პირველადი ან მეტასტაზური ტვინის სიმსივნეები

- უცნობი პირველადი სიმსივნე და ა.შ

 

რა არის PET CT –ის უპირატესობა?

PET CT  უზრუნველყოფს სიმსივნური ქსოვილის ადრეულ გამოვლენას

ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისას კიბოს გავრცელების კერებსა და მეტასტაზებთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის.