Nuk
ქუთაისში პირველი კრიოაბლაციის ოპერაციები ჩატარდება
ქუთაისში პირველი კრიოაბლაციის ოპერაციები ჩატარდება

გულის ყველაზე გავრცელებულ არითმიასთან - წინაგულების ფიბრილაციასთან საბრძოლველად მაღალტექნოლოგიური პროცედურები უკვე დასავლეთ საქართველოშიც ინერგება
თარიღი: 04/07/2018

ქუთაისში პირველი კრიოაბლაციის ოპერაციები ჩატარდება

 

გულის ყველაზე გავრცელებულ არითმიასთან - წინაგულების ფიბრილაციასთან საბრძოლველად მაღალტექნოლოგიური პროცედურები უკვე დასავლეთ საქართველოშიც ინერგება

2018 წლის 3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში (სოლომონ პირველის #10) ევროპაში ერთ-ერთმი წამყვანი კარდიოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, უნგრელი ექიმი ჩაბა ფოლდეში ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად  წინაგულების ფიბრილაციის საკმურნალოდ  თანამედროვე კრიოაბლაციის პროცედურას გაყინვის მეთოდებით პირველად ჩაატარებს. სამი დღის განმავლობაში ექიმები რვა  კრიოაბლაციის ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ, რის შემდეგაც უკვე ქართველი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების მკურნალობას დამოუკიდებლად დაიწყებს. 

 5 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბესთ ვესტერნ ქუთაისში“ (ქუთაისი, ) ექიმები ჩაბა ფოლდეში და გიორგი ჩხოლარია  პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც კლინიკაში დანერგილ უახლეს მეთოდებს გააცნობენ საზოგადოებას და მოწვეულ ექიმებს. ქართველი ექიმები დეტალურად გაეცნობიან მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს, რომელიც უკვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მოწვეულ მედიას საშუალება ექნება უნგრელი და ქართველი სპეციალისტისგან მიიღოს ინფორმაცია კრიოაბლაციის მაღალტექნოლოგიური ოპარციების შესახებ, რომელიც ქუთაისში ინერგება.

კრიო აბლაციის პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური ეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია. ის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტს. საქართველოში (თბილისში) კრიოაბლაციის ოპერაცია უკვე 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ  არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. 

სტატისტიკა: საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი იღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. ასეთი პაციენტების 95% კლინიკაში მოხვედრამდე იღუპება, ხოლო “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია გავრცელებული მიზეზია ინსულტისა და გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.