რეგიონული კონფერენცია ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის.
რეგიონული კონფერენცია ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის.

საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა
თარიღი: 01/05/2017

ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში, იან კელისთან ერთად გახსნა.

ამერიკიდან ჩამოსული 13 წამყვანი სპეციალისტი საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებს. ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგრანტო აპლიკაციების შევსების წესებს გაეცნობიან. 

პირველი რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს გაიხსნა და 5 მაისამდე გაგრძელდება. ვორქშოპი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა და ქვეყანაში ბიოსამედიცინო პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად.