Nuk
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა


თარიღი: 10/04/2020

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟმა დღეს, სპეციალური რეისით, სომხეთიდან საქართველოს ორი მოქალაქე ჩამოიყვანა.


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სომხეთში იმყოფებოდნენ, COVID-19-ით დაინფიცირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ისინი მკურნალობის გასაგრძელებლად სამშობლოში დააბრუნა.