Nuk
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა


თარიღი: 31/05/2019

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მაღალი გამავლობის მანქანა გადაეცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ავტოპარკის სამედიცინო ეკიპირება პირადად გააცნო  მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილს. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 - ახალქალაქის, ხოლო 1 - ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში განაწილდება.

ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი.  ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება.

4 სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო 1 - ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.