Nuk
ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადასცა
ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადასცა


თარიღი: 06/07/2020

ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკისკოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტისფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 5 პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ - 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.