Nuk
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება
თარიღი: 23/03/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე პაციენტთა საკონსულტაციო სივრცის პრეზენტაციასა და მწვანე აქციას  დაესწრო. მან ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა და ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ზაზა ავალიანთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან ერთად მიიღო.  მაია ლაგვილავამ ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაც დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ პაციენტები პირადად მოინახულა და სპეციალური საჩუქრები გადასცა.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 1982 წლიდან 24 მარტს აღინიშნება და მიზნად ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.