Nuk
უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის
უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის

კლინიკა კონსილიუმ მედულა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე სკრინინგის პროგრამის ფარგლებში
თარიღი: 22/02/2018

ძალიან მნიშვნელოვანი აქცია!
უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე სკრინინგის პროგრამის ფარგლებში. 


1. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლამდე ქალებში, რაც ითვალისწინებს:
PAP-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა)
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.


2. პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა 50-70 წლამდე მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს:
PSA-ტესტს (პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა)

სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 


3. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს:
FOBT ტესტს (ტესტი ფარულ სისხლდენაზე)

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას (მსხვილი ნაწლავის ენდო-ვიდეო დათვალიერება) ბიოფსიას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.

კლინიკა კონსილიუმ მედულა გთავაზობთ უფასოდ გამოიკვლიოთ მსხვილი ნაწლავი.
თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებულ 50-დან 70 წლის ჩათვლით მოქალაქეებს შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ:
ტესტი ფარულ სისხლდენაზე (FOBT)
კოლონოსკოპია თუ დადგინდა სისხლდენა
ჩვენი კლინიკაში ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.

თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
დარღვეული კუჭის მოქმედება, 
კუჭის გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; 
სისხლდენა უკანა ტანიდან განსაკუთრებული მიზეზის გარეშე; 
გამკვრივება მუცლის არეში,
დაუყოვნებლივ მიმართეთ ჩვენს კლინიკას და ჩაიტარეთ უფასო გამოკვლევა. 
რეგიონებში იგივე კვლევები უფასოდ ტარდება ადგილობრივ კლინიკებში. ამისათვის დარეკეთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში (32) 2203535