Nuk
ვაქცინაცია წითელასაგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა
ვაქცინაცია წითელასაგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა

41 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველჰყოფს სახელმწიფო
თარიღი: 20/02/2018

✔ წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ადამიანების 90%-ზე მეტი. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

 

✔ 41 წლამდე მოქალაქეების ვაქცინაციას უზრუნველჰყოფს სახელმწიფო.

 

✔ გეგმიური კალენდრის მიხედვით ბავშვთა წითელაზე ვაქცინაცია ხდება 1 წლის და 5 წლის ასაკზე. ორჯერადი აცრა არის სრულიად საკმარისი, რომ თქვენ გქონდეთ მყარი იმუნიტეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

✔ თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფრომაცია ხართ თუ არა აცრილი - აიცერით!

 

✔ ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არა აქვს.

 

✔ წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით.

 

✔ კლინიკურად, წითელა ხასიათდება ცხელებით, სპეციფიური გამონაყარით და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით.

 

✔ შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი.

 

✔ აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე, დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აუცრელი ორსული ქალები.

 

✔ დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით

 

ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა

აიცერი და წითელასაგან დაიცავი შენი და შენი შვილის ჯანმრთელობა

შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი