Nuk
ვაქცინაციის მარათონი დაიწყო
ვაქცინაციის მარათონი დაიწყო


თარიღი: 18/10/2021

2021 წლის 18 ოქტომბერდს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. 
კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე შიდა ქართლის 4 სოფელში, კავთისხევში, ხიდისთავში, კარალეთში და ხელთუბანში იმყოფებოდნენ, სადაც ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ეკატერინე ტიკარაძე:
,,მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია, სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ." 
„სამწუხაროდ ქვეყანაში მეხუთე ტალღის ყველა მონაცემია, უარესდება სიტუაცია, დელტა შტამი გააქტიურებულია. გაუარესებული ეპიდვითარების შემაკავებელი ყველაზე ძლიერი იარაღი არის ვაქცინაცია. სწორედ ეს არის აღნიშნული მარათონის მიზანი. მე მადლობა გადავუხადე იმ მილიონ ადამიანს ვინც დღეს აცრილია და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ამდენი ადამიანი ავიცრათ, რომ ახალი წელი გვქონდეს შედარებით მშვიდობიანი“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 
ვაქცინაციის მარათონში, პირველ ეტაპზე, 49 სოფელია ჩართული.