Versa HD ახლი თაობის სხივური თერაპიის ტექნოლოგია
Versa HD ახლი თაობის სხივური თერაპიის ტექნოლოგია

სხივური თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს რადიაციულ ონკოლოგიაში სპეციალიზირებული ექიმის და სამედიცინო ფიზიკის სპეციალისტის გამოცდილება, ასევე მოწყობილობის ტექნოლოგია
თარიღი: 25/05/2017

სხივური თერაპიის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს რადიაციულ ონკოლოგიაში სპეციალიზირებული ექიმის და სამედიცინო ფიზიკის სპეციალისტის გამოცდილება, ასევე მოწყობილობის ტექნოლოგია. 

ჩვენს კლინიკაში გამოყენებული ხაზოვანი აქსელერატორი (Linac) – ეს არის პირველი სისტემა თურქეთში, სახელწოდებით VERSA HD, რომელიც მთელს მსოფლიოში მხოლოდ    რამდენიმე  სამედიცინო   ცენტრშია.  

VERSA HD – ეს არის უახლესი თაობის სხივური თერაპიის ტექნოლოგია, რომელმაც შეცვალა კიბოს მკურნალობის სტანდარტები და გახდა რევოლუციური ზოგიერთი სახის სიმსივნის მკურნალობაში. 

VERSA HD – ეს არის მოწინავე სისტემა, რომელიც ცნობს პაციენტს, უმაღლესი დონის უსაფრთხოებით უზრუნველყოფს მის პოზიციონირებას, ვიზუალური თანხლების წყალობით, თერაპიამდე და თერაპიის დროს, სიმსივნური ქსოვილების დასხივებისას, უზრუნველყოფს ჯანმრთელი ქსოვილების დაცვას. სისტემასთან ინტეგრაციაში მომუშავე, პაციენტის მონიტორინგის სისტემის CATALYST და SENTINEL–ის მეშვეობით, შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა მილიმეტრული სიზუსტით, მოძრავი სიმსივნეების შემთხვევაშიც კი, ასევე, ზოგიერთი პაციენტისთვის რადიოქირურგიის ჩატარება (ოპერაციები დასხივების გამოყენებით). 

ტრადიციული სხივური თერაპიის გარდა, VERSA HD–ის მეშვეობით შესაძლებელია თერაპიის შემდეგი სპეციალური სახეობების ჩატარება, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა მოწინავე მოწყობილობები რადიოთერაპიისთვის: 

• ЛТМИ (სხივური თერაპია მოდულირებული ინტენსიურობით)

• V-MAT (როტაციული თერაპია  გამოსხივების  ინტენსიურობის მოცულობითი მოდულაციით)

• FFF (დოზის მაღალი სიჩქარე)

• SRS (სტერეოტაქსიური რადიოქირურგია)

• SBRT (სხეულის სტერეოტაქსიური რადიოქირურგია)

• IGRT (რადიაციული თერაპია ვიზუალური კონტროლის ქვეშ)

• რადიოთერაპია სუნთქვის კონტროლით (Gating)

• ART (ადაპტური რადიოთერაპია)

ამგვარად, უზრუნველყოფილია პაციენტის მიერ სწორი დოზის მიღება გარემომცველი ქსოვილებისათვის ზიანის მიყენების გარეშე და უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა მოწყობილობების საშუალებით, იზრდება მკურნალობის ეფექტურობა, ხოლო შესაძლო გვერდითი ეფექტები მცირდება.