Nuk
წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები
წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები


თარიღი: 30/01/2018

2018 წლის 30 იანვარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

წითელას შემთხვევების ზრდა და იმუნიზაციის საკითხები

 

პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მოადგილეები და დარგის ექსპერტები.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 
მისი თქმით, აღნიშნული ვირუსის პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია უფასოა და მის ხარჯს სახელმწიფო ანაზღაურებს.

"დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისას ვაქცინაციაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს. ჩვენ არავის ვაშინებთ, უბრალოდ, მოსახლეობას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ გაიკეთონ აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.