ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფასო სკრინინგი

თარიღი: 30 ოქტომბერი, 2018

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფასო სკრინინგი გრძელდება

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე 2 თვეა წარმატებით ახორციელებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უფასო სკრინინგს, რომლის ფარგლებში გაისინჯა 200 ქალი;

სკრინინგის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ:
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია (ულტრაბგერითი კვლევით კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში);
- სისხლში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა (ფარისებრ ჯირკვალში კლინიკურად საყურადღებო კვანძის აღმოჩენის, შემდგომი ბიოფსიის და ციტოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროების შემთხვევაში);
 კვანძის ბიოფსია და შემდგომი ციტოლოგიური კვლევა (საჭიროების შემთხვევაში, გამომდინარე კვანძის აღწერილობიდან)
- სკრინინგით გათვალისწინებული მომსახურება უფასოა პაციენტებისთვის, ხარჯებს ანაზღაურებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
- სკრინინგში მონაწილეობისა და მომსახურების მისაღებად, მიაკითხეთ კლინიკის რეგისტრატურას. გთხოვთ თან იქონიეთ პირადობის მოწმობა;
დაგვიკავშირდით 
2244033