უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!

თარიღი: 30 აგვისტო, 2018

ძალიან მნიშვნელოვანი აქცია!
უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!
ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე სკრინინგის პროგრამის ფარგლებში. 


1. საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25-60 წლამდე ქალებში, რაც ითვალისწინებს:
PAP-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა)
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.


2. პროსტატის ჯირკვლის გამოკვლევა 50-70 წლამდე მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს:
PSA-ტესტს (პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა)

სურვილის შემთხვევაში გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 


3. მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს:
FOBT ტესტს (ტესტი ფარულ სისხლდენაზე)
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას (მსხვილი ნაწლავის ენდო-ვიდეო დათვალიერება) ბიოფსიას და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.