აქცია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანიასთან დაკავშირებით

თარიღი: 31 ივლისი, 2018

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ინიცირებული კამპანია ,,მაისის გაზომვების თვე”

იცით თუ არა, რომ მაღალი არტერიული წნევის გამო ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი იღუპება?

2018 წელს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ პრიორიტეტად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, აღიარებულია არტერიული ჰიპერტენზია. 

არტერიული ჰიპერტენზია გლობალური კარდიოვასკულური ავადობის მეტად მძლავრი რისკ-ფაქტორია. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, შესაბამისად, კარდიოვასკულური ავადობის მხრივ საქართველო მიეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს. ცნობილია, რომ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30-50%-ს აღენიშნება არტ. წნევის მაღალი ციფრები, მათი დიდი ნაწილი იტარებს მკურნალობას არარეგულარულად, ნაწილმა კი არც იცის საკუთარი წნევის მაჩვენებლები.

 

ჟორდანიას კლინიკის ვაკის ფილიალი ეხმაურება მოსახლეობაში ჰიპერტენზიის პრევენციისა და მკურნალობისათვის აქტუალურ წამოწყებას და გთავაზობთ შემდეგი შინაარსის აქციას: კარდიოლოგის კონსულტაცია, 24 საათიანი წნევის მონიტორინგი და კარდიოგრამა 80 ლარად, ნაცვლად 150 ლარისა.

 

კვლევას ჩაატარებს ექიმი კარდიოლოგი - თამარ ვახტანგაძე, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ქალთა კარდიოვასკულური ავადობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გააკონტროლეთ თქვენი წნევა!

 

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 24 32 32, 599 12 32 32