საქველმოქმედო აქცია მხედველობის გამოსაკვლევად.

თარიღი: 29 აგვისტო, 2018

თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა გთავაზობთ, საქველმოქმედო აქციას მხედველობის გამოკვლევაზე 30 ლარად ნაცვლად 100 ლარისა.

 

თუ გსურთ გამოიკვლიოთ თქვენი ბავშვის მხედველობა:

თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გთავაზობთ მხედველობის გამოკვლევას 30 ლარად ნაცვლად  100 ლარისა.


გამოკვლევა მოიცავს:

  • ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
  • სიელმის კუთხის განსაზღვრა სინოპტოფორზე, ჰირშბერგის და კრიმსკის მეთოდით;
  • ამბლიოპიის ხარისხის დადგენა;
  • სათვალის მოთხოვნილების დადგენა ულტრათანამედროვე აპარატით +OPTICS;
  • სათვალის ნომრის დადგენა კომპიუტერული მეთოდით;
  • ბიომიკროსკოპია;
  • სათვალის მოთხოვნილების დადგენა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
  • ოფთალმოსკოპია პირდაპირი და არაპირდაპირი;

 

 

მომსახურებას გაგიწევთ ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, მანანა კიკოლაშვილი.

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს 11 საათიდან 14 საათამდე!

 

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 29 34 66 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით.