უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!

თარიღი: 30 დეკემბერი, 2017

უფასო გამოკვლევები თბილისელებისათვის!

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის მერიის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარე აქციის ფარგლებში. 

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 25 დან 60 წლამდე ქალებში, რაც ითვალისწინებს:

PAP-ტესტს (საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა)

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.

პროსტატის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე მამაკცებში, რაც ითვალისწინებს:

PSA-ტესტი (პროსტატის კიბოს ანტიგენის გამოკვლევა)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენი კლინიკა გთავაზობთ უროლოგის უფასო კონსულტაციას. 

მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50 დან 70 წლამდე ქალებსა და მამაკაცებში, რაც ითვალისწინებს:

FOBT ტესტი ( ტესტი ფარულ სისხლდენაზე)

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის მიკროსკოპული დათვალიერება) და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას.

ჩვენი ქოლ-ცენტრის ნომერია 32 2 122 002

დარეკეთ ყოველდღე, კვირის გარდა 10.00-18.00

შაბათს 10.00-14. 00