Nuk
ალგოპიქსის ® შამპუნი / Algopix
  • აღწერა: ქერტლის და კანის სიმშრალის საწინააღმდეგო საშუალება
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: თმის მოვლა; ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები; მშრალი და მსხვრევადი თმის მოვლის საშუალებები

პრობლემური თავის  კანისათვის, ქერტლის და კანის სიმშრალის საწინააღმდეგო საშუალება.
- ხელს უწყობს ქერცლის მოშორებას
- ამცირებს ქავილს
- არბილებს და ატენიანებს თმას და თავის კანს

აქტიური ინგრედიენტები:
- ღვიის კუპრი
- სალიცილის მჟავა
- მწვანე მიკრო წყალმცენარის  ექსტრაქტი

ჩვენება და მოქმედების მექანიზმი:

ალგოპიქსის შამპუნი არის გამწმენდი და ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს პრობლემურ კანზე: კურნავს ანთებით პროცესს, ქავილს, ახდენს სამკურნალო პროცესის სტიმულირებას, არეგულირებს  ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, არბილებს მკვდარი უჯრედების ფენას, ხელს უწყობს მის მოშორებას და თავიდან არიდებს რეციდივს. არბილებს და ატენიანებს თმას და თავის კანს. ალგოპიქსის შამპუნის მოქმედება განპირობებულია მისი აქტიური ინგრედიენტებით, რომელიცაა ღვიის კუპრი,  სალიცილის მჟავა, მწვანე მიკრო წყალმცენარის  ექსტრაქტი. შამპუნის გამოყენების ეფექტი მიიღწევა კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ გამოყენების შემდეგ, ამის შემდეგ იგი გამოიყენება კვირაში 1-2-ჯერ რეციდივის პრევენციის მიზნით.    შამპუნის გამოყენება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. იგი განკუთვნილია როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვებისთვის 12 წელს ზემოთ!     

გი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის, ასევე ბავშვებისთვის 12 წელს ქვემოთ.

არ შეიცავს პარაბენს!  არ შეიცავს ალერგენს!

ალგოპიქსის პროდუქციის ხაზი სპეციალურად შემუშავებულია და გამოიყენება კანის გადაჭარბებული აქერცვლის, შეწითლების, ქერტლის დაგროვებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ,  ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ხაზი მოიცავს ორ პროდუქტს პრობლემური თავის კანისათვის - ალგოპიქსის შამპუნსა და ალგოპიქსის ლოსიონს (რომელიც არ უნდა ჩამოიბანოთ), ასევე ორ პროდუქტს ტანისათვის-ალგოპიქსის გელს და ალგოპიქსის ტანის ემულსიას.

- თავის კანის მოვლა

 - ტანის კანის მოვლა