Nuk
ლადივალი ბავშვებისთვის / Ladival for kids
  • აღწერა: მზისგან დამცავი სპრეი ბავშვებისთვის
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: მზისგან დამცავი და გასარუჯი საშუალებები

აღწერა
მზისგან დამცავი სპრეი (შესასხურებელი) „ლადივალი“ ბავშვებისთვის 200 მლ.
SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30. ძლიერი დაცვა.

ჩვენება
ძალიან ეფექტურად იცვავს მზისგან დამწვრობისა და კანის გვიანი დაზიანებისგან. ეფექტურია ნევროდერმიტის შემთხვევაში. მზისგან დამცავი საბავშვო სპრეის ინგრედიენტები - მიკროპიგმენტები და ორგანული ფილტრები (UV-A + UV-B+Infrared-A (IR-A) ფილტრების კომპლექსი) საიმედოდ იცავს ბავშვების მგრძნობიარე კანს. დამცავი ზემოქმედება დაუყოვნებლივ იწყება შესხურებისა და შეზელვის შემდეგ. განსაკუთრებით წყალგამძლეა. შეიცავს ვიტამინ E-ს და დამცავ ზეთებს. ფოტოსტაბილურია. არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, გლიკოლ-პოლიეთილენის ემულგატორებს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს. დერმატოლოგიურად ტესტირებულია.

გამოყენების წესი
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ და ჩამოსწიეთ დამცავი საკეტი. მზის აბაზანების წინ უხვად შეიზილეთ კანში. სპრეის არასაკმარისი რაოდენობა ამცირებს დაცვას. რეგულარულად გაიმეორეთ პროცედურა, განსაკუთრებით დაბანის შემდეგ. დასაკეტად მაღლა ასწიეთ დამცავი საკეტი. მზისგან ძალიან მაღალი დამცავი ფაქტორის მქონე პროდუქტებიც კი ვერ უზრუნველყოფს სრულ, ყოველმხრივ დაცვას მზის სხივებისგან. მოერიდეთ შუადღის მცხუნვარე მზის ზემოქმედებას. აცადეთ სპრეის კარგად შეიწოვოს კანში, რათა არ დასვაროს საფეიქრო ნაწარმი.