Nuk
ლოკობეიზ რიპეა / Locobase Repair
  • აღწერა: დამატენიანებელი საშუალება
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები

აღწერა

მშრალი და ძალიან მშრალი კანისათვის
სპეციალურად შექმნილი კრემი კანის ბარიერული ფუნქციის აღსადგენად, რომელიც ხანგრძლივად ატენიანებს მშრალ და ძალიან მშრალ კანს.
სპეციალურად შექმნილი კოსმეტიკური საშუალება მშრალი და ძალიან მშრალი კანისათვის, რომელიც მომენტალურად შეიზილება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტურად ატენიანებს მას. ლოკობეიზ რიპეა ოპტიმალური თანაფარდობით შეიცავს კანის შემადგენლობაში შემავალი ნატურალური ცხიმების იდენტურ ცხიმებს, რაც განაპირობებს კანის ბარიერული ფუნქციის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას. 
ლოკობეიზ რიპეა შეიცავს მყარი პარაფინის ნანონაწილაკებს, რაც ზრდის პრეპარატის ეფექტურობას, ახანგრძლივებს მის მოქმედებასა და განაპირობებს უნიკალურ კოსმეტიკურ თვისებებს (უნარჩუნებს კანს დაფერვას).

ჩვენება
კანის მექანიკური დაზიანება
სიცივის ზემოქმედება კანზე
მშრალი ჰაერის ზემოქმედება კანზე
წყალთან დაკავშირებული სამუშაო 
აბაზანის ხშირი მიღება

შემადგენლობა

შემადგენლობა: თეთრი რბილი პარაფინი, მკვრივი პარაფინი, თხიერი პარაფინი, გლიცერინი, სორბიტანოლატი, კარნაუბა, ქოლესტეროლი, კერამიდი III, ოლეინის მჟავა, პალმიტინის მჟავა, ტრომეტამოლი, კარბომერი, წყალი. 
ცხიმების შემცველობა 60 %

გამოყენების წესი

სასურველი ეფექტის მისაღებად ლოკობეიზ რიპეა უნდა დავიტანოთ კანზე თხელ ფენად დღეში ერთხელ და გულმოდგინედ შევიზილოთ. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მისი გამოყენება რამდენჯერმე დღე-ღამეში.

გაფრთხილება

არ არის არომატიზირებული, არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს. შენახვის პირობები: არა უმეტეს 25 გრადუსი C