Nuk
ნუშის დამატენიანებელი კრემი - ველედა / Mandel Wohltuende Feuchtigkeitspflege
  • აღწერა: შერეული ტიპის მგრძნობიარე კანისთვის
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: დამატენიანებელი საშუალებები

შერეული ტიპის მგრძნობიარე კანისთვის

ნუშის მსუბუქი კრემი სწრაფად შეიწოვება კანში და კარგ საფუძველს ქმნის მაკიაჟისთვის. ნუშისა და ქლიავის მსუბუქი ზეთები კანის ბუნებრივი დამცავი გარსის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.  კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღისით და ღამით, სახის გაწმენდის შემდეგ. ველედას ნუშის სერიის კრემები არ არის პარფიუმირებული და მხოლოდ მცირე რაოდენობის, სპეციალურად მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის  შერჩეულ ინგრედიენტებს შეიცავს. ნუშის კრემის გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში მგძნობიარე და ალერგიული კანის მოსავლელად, ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. თუ კრემი თქვენთვის ნაკლებად ცხიმიანია, სცადეთ ნუშის სახის კრემი.

შემადგენლობა: წყალი, ნუშის ზეთი, სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, გლიცერინი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ქლიავის თესლის ზეთი, ქსანთანი, რძემჟავა.

რჩევა: თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად გირჩევთ ველედას ნუშის სერიის სახის ზეთი გამოიყენოთ. ზეთის რამდენიმე წვეთი ბამბის ნოტიო ტამპონზე დაიტანეთ და ფრთხილად გადაისვით კანზე თვალის გარშემო.

ნუშის ზეთი მდიდარია B  და E ვიტამინებით, უჯერი ცხიმმჟავებით(ოლეინმჟავა _ 70-80%, ლინოლმჟავა _ დაახლ. 15%), კალციუმითა და მაგნიუმით.

სად შევიძინოთ?