Nuk
მულტილინდ მიკროსილბერი / Multilind Mikrosilber
  • აღწერა: ლოსიონი ვერცხლის მიკრონაწილაკებით
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: გაღიზიანებული და დაზიანებული კანის მოვლის საშუალებები

აღწერა

ლოსიონი „მულტილინდ მიკროსილბერი“ ვერცხლის მიკრონაწილაკებით

ჩვენება
ძალიან მშრალ და მგრძნობიარე კანს სჭირდება განსაკუთრებული ყოველდღიური მოვლა. ლოსიონი გამოიყენება კანის მოსავლელად ნევროდერმიტის შემთხვევაში. ეფექტურად ამცირებს ქავილს, კანის მოჭიმულობას, აქერცვლას, შეწითლებას. აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს. ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს (უზრუნველყოფს ცხიმოვანი ნივთიერებებით). აღადგენს და ასტაბილურებს კანის მნიშვნელოვან დამცავ ფუნქციებს. ალერგიისადმი მიდრეკილი მომხარებლების საყურადღებოდ: არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, ლანოლინს, გლიკოლ-პოლიეთილენის ემულგატორებს.
ლოსიონი „მულტილინდ მიკროსილბერი“ ახალი ინგრედიენტებით - ვერცხლის მიკრონაწილაკებით - მთელი დღე-ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს კანს ყველაფრით, რაც მას სჭირდება. ვერცხლის მიკრონაწილაკების, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებისა და ფურისულის (Oenothera) ძვირფასი ზეთის შესანიშნავი კომპლექსი კვებავს და იცავს მშრალ კანს, ფორების დაცობის გარეშე. კანს შეუძლია თავისუფლად სუნთქვა.

გამოყენების წესი

1-2-ჯერ დღეში დაიტანეთ მთელ სხეულზე და შეიზილეთ ნაზი დამამასაჟებელი მოძრაობებით. ლოსიონი „მულტილინდი“ ადვილად შეიწოვება კანში და არ ტოვებს უსიამოვნო ცხიმიანობის შეგრძნებას. თამამად შეიძლება იქნას გამოყენებული ბავშვებშიც. კანის განსაკუთრებით მგრძნობიარე და მშრალი უბნების ინტენსიურად მოვლისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ კრემი „მულტილინდ მიკროსილბერი“ 75 მლ ტუბში. ლოსიონ „მულტილინდ მიკროსილბერის“ ძალიან ეფექტური ზემოქმედება და კარგად ატანა დადასტურებულია კლინიკური კლევებით.

გაფრთხილება

სერია/ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე