Nuk
სოდერმიქსი / SODERMIX
  • აღწერა: ანთების და ქავილის საწინააღმდეგო უნიკალური კრემი სტეროიდების გარეშე
  • მოცულობა: 30 მლ
  • დანიშნულება: ნაწიბურების საწინააღმდეგო საშუალება

აღწერა
სწრაფად ხსნის ანთებას, ქავილს, წვისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს ნაწიბურის ეფექტურ და ხანგრძლივ დატენიანებას. აღადგენს კანის ნორმალურ ფერს (პიგმენტაციას). ასტიმულირებს ფიზიოლოგიური ნაწიბურის წარმოქმნას. ამცირებს ნაწიბურის ზომას, ზედაპირი სწორდება და სადავდება. 

ჩვენება
• დერმატიტი (კონტაქტური, ატოპიური)
• ფსორიაზი
• ორსულთა დერმატოზები
• ეგზემა, დისჰიდროზი
• მწერის ნაკბენი
• პრურიტუსი (ქავილი) 
• კანის დამწვრობა 
• სხივური თერაპიის გვერდითი მოვლენები (რადიოდერმატიტი და ფიბროზი) 
• ჰიპერტროფიული, ატროფიული და კელოიდური ნაწიბურების პრევენცია და მკურნალობა (აკნე, ჩუტყვავილა, პოსტოპერაციული, სტრიები, დამწვრობა)

შემადგენლობა
• სუპეროქსიდ დისმუტაზა – SOD (მწვანე პომიდვრისგან მიღებული) 
• კატალაზა

მოქმედების მექანიზმი:
სოდერმიქსი არის სუპეროქსიდ დისმუტაზას შემცველი პირველი სტაბილიზებული კრემი. იგი შეიცავს მწვანე პომიდვრისგან მიღებულ SOD-ს და კატალაზას, რომლებიც თანმიმდევრულად გარდაქმნიან ჟანგბადის სუპეროქსიდს წყალბადის ზეჟანგად და შემდეგ წყლად და ჟანგბადის მოლეკლად. 

დღეესდღეობით სუპეროქსიდ დისმუტაზა აღიარებულია ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტად. 
თავისუფალი რადიკალები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ანთების მედიატორებს და ააქტიურებენ სხვა ანთების მედიატორებს, შესაბამისად, სუპეროქსიდ დისმუტაზა — ანტიოქსიდანტური მოქმედებით — ამცირებენ ანთებას და ეფექტურად მოქმედებენ ანთებით მიმდინარე კანის დაავადებებზე. 

გამოყენების წესი
წაისვით  თხელი ფენა დღეში 2-4 ჯერ  სუფთა და მშრალ კანზე დაზიანებულ უბანზე. სრულად შეწოვის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, მათ შორის, დეკორატიული. 
გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან ფიზიოთერაპიასთან კომბინაციაში.

გაფრთხილება
არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე. სიწითლის, ტკივილის და გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ კრემის გამოყენება. პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

უსაფრთხოების გარანტია:
არ შეიცავს სტეროიდებს; უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას.
უსაფრთხოა ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ „ფარმადეპოს“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში.