Nuk
სოდერმიქსის პლასტირი / SODERMIX patch
  • აღწერა: ნაწიბურის საწინააღმდეგო პლასტირი
  • მოცულობა: N2 (2 სმ x 12,5 სმ)
  • დანიშნულება: ნაწიბურების საწინააღმდეგო საშუალება

აღწერა
სწრაფად ხსნის ანთებას, ქავილს, წვისა და დაჭიმულობის შეგრძნებას. უზრუნველყოფს ნაწიბურის ეფექტურ და ხანგრძლივ დატენიანებას. აღადგენს კანის ნორმალურ ფერს (პიგმენტაციას). ასტიმულირებს ფიზიოლოგიური ნაწიბურის წარმოქმნას. ამცირებს ნაწიბურის ზომას, ზედაპირი სწორდება და სადავდება. 

ჩვენება
• ჰიპერტროფიული და კელოიდური ნაწიბურების პრევენცია და მკურნალობა 

შემადგენლობა
• ჰიდროაქტიური აპკი
პოლიურეთანი
• აქტიური ინგრედიენტები წებოვან მასაში
სუპეროქსიდ დისმუტაზა
ჰიალურონის მჟავა

მოქმედების მექანიზმი:
სოდერმიქსის პლასტირი ხასიათდება სამმაგი მოქმედებით:
• ბიოელასტიური და დერმოკომპრესიული გარსი ამცირებს კანის დაჭიმულობას, აფერხებს ნაწიბურის ქსოვილში სისხლის, ჟანგბადისა და საკვების მიწოდებას; 
• ფერმენტი სუპეროქსიდ დისმუტაზა კი აქტიურად ერთვება დანაწიბურების პროცესში, გარდაქმნის მიოფიბრობლასტებს  სტაბილურ ფიბრობლასტებად და იწვევს ჩამოყალიბებული ნაწიბურის გასადავებას;
• ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ნაწიბურის მიდამოში შეხორცებისთვის აუცილებელ ჰიდრატაციის დონეს.  

გამოყენების წესი
გაიწმინდეთ და ფრთხილად შეაშრეთ ნაწიბურის მიდამო. მოჭერით პლასტირი სასურველ ზომაზე, ააცილეთ დამცავი აპკი და დაიკარით ნაწიბურზე.  დარწმუნდით რომ კიდეები კარგად არის დაწებებული. გაიჩერეთ მინიმუმ 8 საათი. მოიხსენით ყოველდღიური  ჰიგიენური პროცედურის დროს და თავიდან დაიკარით. 
ერთი და იგივე პლასტირი გამოყენება შესაძლებელია მანამ, სანამ იგი ეწებება კანს (რამდენიმე დღე). 
• ატარებს ჰაერს და არ იწვევს კანის გაღიზიანებას.
• იცავს მზის სხივებისგან.
• კომფორტულია გამოყენებისას.

გამოშვების ფორმა
პლასტირი N2 ((2 სმ x 12,5 სმ)

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ „ფარმადეპოს“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში.