Nuk
შრატი პრობლემური კანისთვის - სოსკინი / Stop Imperfection Serum - Soskin
  • აღწერა: პრობლემური კანის შრატი
  • მოცულობა: 40 მლ
  • დანიშნულება: ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანის მოვლის საშუალებები

აღწერა
პრობლემური კანის შრატი ხელს უწყობს აკნოზური ელემენტების ალაგებას და კანის უჯრედების რეგენერაციას.  შრატის  შემადგენლობაში შემავალი  Sytenol A  წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, რომლის აკნეზე ეფექტური მოქმედება განპირობებულია:
• 5-α–რედუქტაზას ინჰიბირებით, ამ გზით იგი ხელს უშლის ტესტოსტერონის გარდაქმნას დიჰიდროტესტოსტერონად და ცხიმის წარმოქმნის პროცესს. 
• აბლოკირებს P. Acne–ს, ასევე სხვა ბაქტერიებს და სოკოებს;
• აინჰიბირებს ანთების გამომწვევ ფერმენტებს და ხსნის კანის სიწითლეს;
• თრგუნავს თავისუფალ რადიკალებს;
• აძლიერებს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას;
ჩაის ხის ეთერზეთებს , სალიცილის და რძის მჟავებს გააჩნიათ სამკურნალო, კერატოლიზური, გამწმენდი და დამატენიანებელი მოქმედება. არეგულირებენ ცხიმის გამოყოფას. ვიტამინი A და ლავანდის ეთერზეთი ამშვიდებს კანს. 
 
შემადგენლობა
• SYTENOL A;
• მატიფიანტი აგენტი;
• პოლისაქარიდი :
• მცენარეული გლიცერინი;
• ჩაის ხის ეთერზეთი;
• ლავანდის ზეთი;
• რძემჟავა;
• სალიცილის მჟავა;
• ვიტამინი A;
 
ჩვენება
• ცხიმიანი და კომბინირებული კანი;
• აკნეს კომპლექსური მკურნალობა (მათ შორის ძალიან მძიმე აკნეს);
 
გამოყენების წესი
დაიტანეთ კარგად გაწმენდილ სახის კანზე  დილას და/ან საღამოს. შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კრემის ქვეშ. 
 
დამატებითი მონაცემები
პროდუქტის შეძენას შეძლებთ ფარმაცევტული სახლის, psp-ს, ავერსის, gpc-ის, სითი–ფარმას და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში. 
 
გამოშვების ფორმა
შრატი პლასტმასის ტუბში 40მლ.
 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის  სააფთიაქო ქსელში

 

https://www.facebook.com/SoskinGeorgia?ref=hl