Nuk
თინ დერმის გელი / TEEN DERM GEL
  • აღწერა: ცხიმიანი და აკნესადმი მიდრეკილი კანის დასაბანი გელ-ქაფი
  • მოცულობა: 150 მლ
  • დანიშნულება: ცხიმიანი კანის მოვლის საშუალებები

ამქერცლავი დასაბანი გელ-ქაფი ცხიმიანი კანისთვის, 150 მლ.

 

თინ დერმი გელი მოწოდებულია ცხიმიანი კანის, მსუბუქი და ზომიერი აკნეს მქონე ადამიანებისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება სახეზე და სხეულის ლოკალიზებული ადგილების (გულმკერდი, ზურგი) ყოველდღიური მოვლისთვის.

 

მთავარი მოქმედი ინგრედიენტი – დაპატენტებული α-PURE კომპლექსი, რომელიც მოიცავს აკნეს განვითარების ყველა რგოლზე მოქმედ ნივთიერებებს (5α-ავოკუტა, სალიცილის მჟავა, ბოსველიას ექსტრაქტი, აქვაქსილი). შედეგად α-PURE კომპლექსი:

 

  • არეგულირებს ცხიმიანობას
  • ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების ჩამოფცქვნას
  • აფერხებს ბაქტერიების პროლიფერაციას და ახშობს ანთებას.

 

α-PURE კომპლექსის გარდა თინ დერმი გელი შეიცავს ცხიმიანობის მაკონტროლებელ და ანტიბაქტერიულ საშუალებას – ცინციდონს და ნაზად ამქერცლავ საშუალებას – გლუკონოლაქტონს კანის გაღიზიანების პროფილაქტიკისთვის.

 

აქტიური ინგრედიენტები: 

  • 5α-ავოკუტა
  • სალიცილის მჟავა და გლუკონოლაქტონი
  • ბოსველიას ექსტრაქტი და აქვაქსილი
  • ცინციდონი და კუივრიდონი

 

უპირატესობები: 

  • კარგად წმენდს და აგლუვებს კანს
  • აუმჯობესებს კანის ტექსტურას.
  • აქრობს კანის სიპრიალეს.
  • არის არაკომედოგენური.
  • აქვს ფიზიოლოგიური PH და სასიამოვნო არომატი.
  • არ შეიცავს საპონს, არ აშრობს კანს.

 

წაისვით ოდნავ ნოტიო კანზე დილით და საღამოს სახესა და კისერზე. წრიული მოძრაობით და მსუბუქი მასაჟით ააქაფეთ 1-2 წუთის განმავლობაში,  ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გელით დაბანის შემდეგ რეკომენდებულია შესაბამისი კრემის გამოყენება თინ დერმის სერიიდან.

 

0% პარაბენი. 0% ფენოქსიეთანოლი.  0% არომატიზატორი. 0% საპონი

არის ჰიპოალერგიული. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი