Nuk
ველური ვარდის დამატენიანებელი კრემი - ველედა / Wildrose Glättende Feuchtigkeitspflege
  • აღწერა: ნორმალური და შერეული ტიპის კანისთვის
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: ნორმალური ტიპის კანის მოვლის საშუალებები

ნორმალური და შერეული /კომბინირებული/ კანი 28+

პიველი მიმიკური ნაოჭების შერბილება და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მოვლა

ველური ვარდის /ასკილის/ დამატენიანებელი მსუბუქი კრემი ადვილად ნაწილდება და სწრაფად შეიწოვება კანში. ასკილისა და ჟოჟობას ზეთები მიმიკური ნაოჭების შერბილებას უწყობენ ხელს, გამოშრობისგან იცავენ კანს და  ხანგრძლივად უნარჩუნებენ ტენს.  შვიტას, წითელი მსუქანას და მურის  ექტრაქტები უჯრედების რეგენერაციას ააქტიურებენ, ატენიანებენ და ჯანსაღ, ბუნებრივ ფერს უბრუნებს კანს. დამატენიანებელი კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დღისით ისე საღამოს. კრემი ზედაპირზე არ ტოვებს ცხიმოვან ბზინვარებას და იდეალური საფუძველია მაკიაჟისთვის. თუ კრემი თქვენთვის ზედმეტად მსუბუქია, სცადეთ ველური ვარდის დღის და ღამის კრემები.

შემადგენლობა: წყალი, სპირტი, ჟოჟობას ზეთი, ატმის თესლის ზეთი, გლიცერინი, ველუ­რი ვარდის თესლის ზეთი, ცხიმმჟავა გლიცე­რიდები, კარნაუბას ცვილი, ფუტკრის ცვილი, თიხამიწა, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი, წითელი მსუქანას ექსტრაქტი, ვარდის ცვილი, შვიტისა და მურის ექტრაქტები, ქსანთანი, კა­რაგენანი, ფუტკრის ცვილის საპონი.

ამ ასაკში პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. კანი ძველებურად ვეღარ ინარჩუნებს ტენს და უჯრედების განახლების პროცესიც ნელდება. დატვირთვის შემთხვევაში /დაღლილობა, სოლარიუმი, მზე, სტრესი../ დაღლილობის ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება და კანი ნაკლებად მკვრივი და ელასტიურია. ველური ვარდის /ასკილის/ სერიის კრემები კანში მიმდინარე აღდგენით პროცესებს აძლიერებს, პირველ სუსტ ნაოჭებს არბილებს და კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს. უჯერი ცხიმმჟავებით და ვიტამინებით მდიდარი ველური ვარდის/ასკილის/ზეთი მოწიფული ადამიანის სიმშრალისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ მიდრეკილი კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა.

სად შევიძინოთ?