Nuk
ველური ვარდის დღის კრემი - ველედა / Wildrose Glättende Tagespflege
  • აღწერა: ნორმალური და მშრალი კანისთვის
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: ნორმალური ტიპის კანის მოვლის საშუალებები

ნორმალური და მშრალი კანი 28+

პიველი მიმიკური ნაოჭების შერბილება და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მოვლა

ველური ვარდის /ასკილის/ მსუყე კრემი სწრაფად შეწოვება კანში. უჯერი ცხიმმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ასკილის, ატმისა და ნუშის ზეთები  გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავს კანს და პირველი მიმიკური ნაოჭების შემცირებას უწყობს ხელს. შვიტას, წითელი მსუქანას და მურის  ექტრაქტები ატენიანებს და უჯრედების რეგენერაციის პროცესს ააქტიურებს. 

დღის კრემი  შეგიძლიათ მაკიაჟის საფუძვლად გამოიყენოთ. თუ კრემი თქვენთვის ზედმეტად მსუყეა, სცადეთ ველური ვარდის დამატენიანებელი კრემი.

შემადგენლობა: წყალი, ატმის თესლის ზეთი, ნუშის ზეთი, სპირტი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, ველური ვარდის თესლის ზეთი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ლიზოლეციტინი, წითელი მსუქანას, შვიტისა და მურის ექტრაქტები; ქსანთანი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი.

ამ ასაკში პირველი მიმიკური ნაოჭები ჩნდება. კანი ძველებურად ვეღარ ინარჩუნებს ტენს და უჯრედების განახლების პროცესიც ნელდება. დატვირთვის შემთხვევაში /დაღლილობა, სოლარიუმი, მზე, სტრესი../ დაღლილობის ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება და კანი ნაკლებად მკვრივი და ელასტიურია. ველური ვარდის /ასკილის/ სერიის კრემები კანში მიმდინარე აღდგენით პროცესებს აძლიერებს, პირველ სუსტ ნაოჭებს არბილებს და კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს. უჯერი ცხიმმჟავებით და ვიტამინებით მდიდარი ველური ვარდის/ასკილის/ზეთი მოწიფული ადამიანის სიმშრალისა და ნაოჭების წარმოქმნისაკენ მიდრეკილი კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა.

სად შევიძინოთ?