Nuk
პედიატრიული სახის დამცავი და დამატენიანებელი კრემი / Pediatric Facial Mousturiser
  • აღწერა: გარემო ფაქტორებისგან დამცავი კრემი
  • მოცულობა: 50 მლ
  • დანიშნულება: ბავშვის მოვლის საშუალებები; ბავშვის კანის დამატენიანებელი საშუალებები; ბავშვის კანის სიცივისგან დამცავი საშუალებები

ბაბე - პედიატრიული სახის დამცავი და დამატენიანებელი კრემი 50 მლ

გამოიყენება ყოველდღიურად როგორც გარემო ფაქტორებისგან (მზე, ყინვა, ქარი და ა.შ) ძლიერი დამვცავი საშუალება. მისი კრემისებრი ტექსტურა კვებავს და ატენიანებს ბავშვის სახის კანს, უზრუნველყოფს კანის სირბილეს და ელასტიურობას. არ აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს. არ შეიცავს პარაბენს, ალკოჰოლს და ქიმიურ დანამატებს.

გამოყენების წესი: დაიტანება კანზე თანაბრად ნაზი შეზელვით, სრულ შეწოვამდე.

შემადგენლობა:  
კუკუმის ხის ზეთი - წითელი მანგოს ზეთი 1% 
ბაბე ბავშვის მოვლის კომპლექსი 0.50
მატრიცარია - გვირილა 0.50% 
ვიტამინი E 0.25%

კუკუმის ხის ზეთი - წითელი მანგოს ზეთი:  კუკუმის ხის ზეთს აქვს უნარი კანის ელასტიურობის აღდგენის, იცავს მას სიმშრალისაგან და გააჩნია რეგენერაციის უნარი. მდიდარია მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავებით და ვიტამინი E. იწვევს კანის უჯრედების კვებას და ოქსიგენაციას(ჟანგბადით გამდიდრება)

ბაბე ბავშვის მოვლის კომპლექსი: 
გულყვითელა - კალენდულა
მიმოზა
ალოე

გულყვითელა - კალენდულა:   ყველაზე ხანგრძლივი გამოყენების მცენარეა კანის მოვლის დროს. შეიცავს საპონინებს და პოლისაქრიდებს რომელთა გამოყენება ხდება კანის სხვა და სხვა დაავადებების დროს, გამოიყენება ჭრილობების დროს და აქვს სისხლის შემაჩერებელი  უნარი. ყველაზე კარგად გამოიყენება გაღიზიანებული და დამსკდარი კანის დროს. მასში შემავალი ეთერზეთი არის ერთ-ერთი კომპონენტი ჭრილობის შეხორცების დროს. გამოიყენება დამწვრობის დროს, ასევე კალენდულა გამოიყენება დერმატიტის დროს.  

მიმოზა: გამოიყენეა დამწვრობის, ჭრილობების დროს. შეიცავს ფიტოსტეროიდებს, აქვს ანესთეზიის მსგვავსი ეფექტი კანზე, ამცირებს ტკივილს, აქვს რეგენერაციის უნარი, კერძოდ იწვევს კანის ელასტინის და კოლაგენის სტიმულაციას მასში შემავალი მაღალი შემცველობით ჰეალურონის მჟავის შემცველობის გამო.

ალოე:    აქვს ჭრლობების შეხორცების უნარი, გამოიყენება კანის ინფექციების დროს, ეგზემის, ფსორიაზის და კანის წყლულების დროს. ალოეს ეფექტები; მზისგან დამწვრობა, მას აქვს ძლიერი გამაჯანსაღებელი მოქმედება კანის გარეგან შრეზე, ის ედება როგორც დამცავი ფენა კანს და ატენიანებს მას. აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და შესაბამისად აჯანსაღებს კანს. ალოე შეიცავს 2 ჰორმონს: ოქსინს და გიბერელინს. ოქსინს აქვს ჭრილობების შეხორცების, ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების მომხსნელი მოქმედება. გიბერელინი მოქმედებს როგორც ზრდის ჰორმონი და ასტიმულირებს კანის უჯრედების ზრდას. ეს უზრუნველყოფს კანის სწრაფ გაჯანსაღებას, ეფექტურად კურნავს კანის ქრონიკულ პრობლემებს - ეგზემა, ფსორიაზი და აკნე.

მატრიცარია - გვირილა: გვირილის კანზე გამოყენების უპირატესობებია: ხსნის სენსიტიურობას, ამცირებს კანის სიწითლეს, ამშვიდებს ანთებითი პროცესებით მიმდინარე კანის დაავადებების როგორიც არის; აკნე, გამონაყარი და დამწვრობა. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და გამაჯანსაღებელი ეფექტი. გვირილა შეიცავს აქტიურ ფლავანოიდს რომელიც გამოიყენება კანის სენსიტიურობის დროს. ასევე ფლავანოიდი კურნავს დერმატიტს, ასევე გვირილა შეიცავს B ვიტამინს და ფენოლს. შეიცავს A ბისაბოლოლს რომელიც ხელს უწყობს კანის ქსოვილის გრანულაციას და რეგენერაციას. ასევე არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი.