საქართველოს სამკურნალო კურორტები
კურორტი ეს არის ადგილი, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა) და აუცილებელი პირობები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათ გამოსაყენებლად. კურორტის პროფილს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი განსაზღვრავს. განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს- კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთისა, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველისა (სტეპისა), ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი - სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა, მაგალითად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-ტალახისა, კლიმატურ-ტალახისა, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა. საქართველო გამორჩეულია თავისი სამკურნალო კურორტებით...