ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს ჩვენს ცნობიერებასა და რეალობაში შემოდის როგორც მრავალპროფილიანი საავადმყოფო. იგი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის ექიმებით. ჩვენი მიზანია, რომ პაციენტებმა მიიღონ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისი და მკურნალობა როგორც სტანდარტულ, ისე ამბულატორიულ პირობებში. 

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა არაერთი ათეული წელია არსებობს. მისი მშენებლობა 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დასრულებული სახით ის 1975 წელს გაიხსნა როგორც ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა საავადმყოფო. ამავე დროს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მანამდე ამ ტერიტორიაზე არსებულ კლინიკას, რომელიც მოსახლეობაში ქალაქის მეცხრე საავადმყოფოს სახელით იყო ცნობილი, კიდევ უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს. 40-იანი წლებიდამ დაწყებული იგი სამკურნალო დაწესებულების პარალელურად წარმოაგენდა სასწავლო პროცესის კლინიკურ ბაზას (ექიმთა დაეხლოვნების კლინიკური საავადმყოფო). 

ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავაც განაგრძობს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენთან რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული კურსები მშობლიურ და ინგლისურ ენაზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტების მოსამზადებლად, ამავე დროს ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.

ამბულატორიული მომსახურება
ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა სტაციონარული მომსახურეობის პარალელურად გთავაზობთ სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ პირობებშიც .იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით, შერჩეულია პროფესიონალური სამედიცინო კადრი. 
ამბულატორიულ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალი ფიციური სამედიცინო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის სპეციალისტთან, კერძოდ: 
- ოტორინოლარინგოლოგის, 
- ნევროლოგის, 
- ჰემატოლოგის, 
- გინეკოლოგის, 
- ქირურგის, 
- უროლოგის, 
- ნეიროქირურგის, 
- ყბა-სახის ქირურგის, 
- სტომატოლოგის, 
- ენდოკრინოლოგის, 
- თერაპევტის, 
- კარდიოლოგის, 
- ოფთალმოლოგის, 
- პედიატრის . 

ამავე დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური სერვისით, ჩაიტაროთ ექსტრა და ინტრაკრანიალური დოპლეროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ციფრული რენტგენოგრაფია,ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევა.

სტაციონარი
 ს.ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სტაციონარული მკურნალობა შემდეგ დეპარტამენტებში: 
- ოტორინოლარინგოლოგია, 
- ნევროლოგია, 
- ზოგადი ქირურგია, 
- ნეიროქირურგია, 
- ყბა-სახისა და ქირურგიული სტომატოლოგია, 
- ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპია, 
- ქირურგიული გინეკოლოგია, 
- ჰემატოლოგიის, ქიმიოთერაპიისა და ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი, 
- ძუძუსა და ენდოკრინული ქირურგიის ცენტრი