Plasmon


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელი
დამატებითი მონაცემები
ალექსანდრე ბაჩიაშვილი დაიბადა ქ.თელავში 1949 წელს. 
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.თელავის საშუალო სკოლა. 
1967-1973 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 
1973-75 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატორის კურსი ქ.მოკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. 1975-78 წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 
1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 
1978 წელს ალექსანდრე ბაჩიაშვილმა დაიწყო მუშაობა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად აბდომინალური ქირურგიის განყოფილებაში. 
1985-1989 წწ. იგი იყო უფროსი მეცნიერ-თანამშომელი, ხოლო 1989 წლიდან - საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 
1992 წელს ალექსანდრე ბაჩიაშვილი აირჩიეს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის N1 ქირურგიული კათედრის პროფესორად. 
1994 წელს დაინიშნა თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკის ხელმძღვანელად. 2000 წლიდან ალექსანდრე ბაჩიაშვილი არის კლინიკა 'კარაპს მედლაინის' მთავარი კონსულტანტი.