Nuk
პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საქართველოს ონკოლოგიისა და შინაგანი მედიცინის კვლევის ცენტრის ბაზაზე 2015 წელს.

ინსტიტუტის მისიაა პერსონალიზებული მედიცინის მეთოდოლოგიის გამოყენებით ონკოლოგიური და შინაგანი დაავადებების ადრეული (პრეკლინიკური) დიაგნოსტიკა, გენეტიკური თავისებურებების შესაბამისი მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია.

პერსონალიზებული მედიცინა - დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისადმი უახლესი მიდგომაა, რომელიც ემყარება კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ, გენეტიკურ თავისებურებებს.