Nuk
ფარმიგეა

ფარმაცევტული კომპანია ფარმიგეა, დაარსდა 1946 წელს, იტალიაში, ქალაქ პიზის ისტორიულ ცენტრში ანტონიო ფედერიჩის მიერ, როგორც ექსპერიმენტული ქიმიო-ფარმაცევტული ინსტიტუტი. ქარხნის მრეწველობა და პროდუქციის გავრცელების არიალი თანდათანობით ფართოვბებოდა და იზრდებოდა ძირითადად ოფთალმოლოგიური ხაზით.
ფარმიგეა არის აქტიური კომპანია რომელიც შეესაბამება მაღალ სტანდარტებს და თანამედროვე მოთხოვნებს. 1997 წელს ქარხანას მინიჭებული აქვს GMP, UNI EN ISO 9001:2000 და UNI EN ISO 13485:2004 სერთიფიკატები. 
ფარმაცევტული კომპანია ფარმიგეა მუშაობს პრინციპით: მომხმარებელს მიაწოდონ ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქცია.

წარმოებული პრეპარატების 64% მოიხმარება იტალიის ფარმაცევტულ ბაზარზე. ქარხნის პრდუქციის სრულყოფილი პორტფოლიო თერაპიული კლასის მიხედვით წარმოდგრნილია შემდეგი თვალის წვეთებით: ხელოვნური ცრემლი-33%, 
ანტიალერგიული საშუალებები-15%, გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები-6%, ანტი-კატარაქტული საშუალებები-3%, ანტიმიკრობული პრეპარატები-5%, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები-6%, კვებითი დანამატები-6%. 
U2005 წლიდან ფარმიგეა აწარმოებს პრეპარატებს მონოდოზირებული, სტერილური კონტეინერების სახით, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტს, და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

1949 წლიდან ფარმიგეა აქვეყნებს სამეცნიერო და სამედიცინო ჟურნალს Aggiornamenti di Terapia Oftalmologica (ATO), რომელიც განკუთვნილია ზოგადი პროფილის ექიმებისა და ოფთალმოლოგებისთვის. ახლი ნომერი გამოდის ყოველ 4 თვეში ერთხელ 7500-იანი ტირაჟით და საჩუქრად გადაეცემა ექიმებს