Nuk

ირაკლი ფაღავა, ბავშვთა ენდოკრინოლოგი.
აქვს მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი - სადისერტაციო ნაშრომი ტანმაღლობით მანიფესტირებულ იშვიათ დაავადებებს განიხილავდა. სამედიცინო თემატიკის 28 ნაშრომის ავტორია. „პედიატრიული ენდოკრინოლოგიის ქართული საზოგადოების“ ფუძემდებელი წევრია. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად ყოფნისას პირველმა მასობრივად დაიწყო ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების გადაყვანა ინსულინის ანალოგებზე. პირველმა საქართველოსა და, საზოგადოდ, ამიერკავკასიაში, გადაიყვანა პაციენტი მონოგენური / ნეონატალური შაქრიანი დიაბეტით ინსულინიდან ტაბლეტირებულ პრეპარატზე. შაქრიანი დიაბეტის გარდა, კლინიკური და სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა სქესობრივი მომწიფებისა და ფიზიკური ზრდა-განვითარების დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოგლიკემია და სიმსუქნე.
ერთმანეთს უთავსებს მუშაობას ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სტაციონარში და ამბულატორიულ გასინჯვებს.