Nuk

მეან გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი
პროფესიული გამოცდილება
2004–2010 წ. აკად. კ.ჩაჩავას სახელობის მეანობა–გინეკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი. ექიმი მეან–გინეკოლოგი;
2010 წ. დღემდე – შპს „ავერსის კლინიკის“ ფონიჭალის ფილიალის ექიმი მეან–გინეკოლოგი.
განათლება, კვალიფიკაცია
1994–1997 წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი;
1997–2000 წ. ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი (დიპლომი წარჩინებით); 
2000–2002 წ. ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია, კლინიკური ორდინატურა (მეანობა–გინეკოლოგია); 
2002–2004 წ. ი.სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია, ასპირნტურა; 
2004 წ. ივნისში საკანდიდატო დისერტაციის დაცვა თემაზე: „აზოტის მონოოქსიდით გამდიდრებული პლაზმური ენერგიის გამოყენება საშვილოსნოსა და მის დანამატებზე ლაპაროსკოპიული ოპერაციებისას“; 
2006 წ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის აღიარება (ნოსტრიფიკაცია). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 
2006 წ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის გათანაბრება დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
საზოგადოებრივი აქტივობა
2000 წ. სემინარების კურსი: „ჰიპოესტროგენული მდგომარეობის პრობლემების თანამედროვე ასპექტები“. ქ. მოსკოვი; 
2002 წლიდან მაქვს რუსეთის ფედერაციის ექიმ–სპეციალისტის სერტიფიკატი; 
2003წ. ,,ენდოკრინული გინეკოლოგია და მენოპაუზა’’. დედათა, ბავშვთა და პერინატოლოგიის ეროვნული ცენტრი. ქ. მოსკოვი; 
2006 წლიდან მაქვს საქართველოს ექიმ–სპეციალისტის სერტიფიკატი. 
2007 წ. კვალიფიკაციის ამაღლება „ენდოსკოპია მეანობა გინეკოლოგიაში“. რუსეთის ფედერაციის დიპლომის შემდგომი განათლების აკადემია. ქ.მოსკოვი; 
2007 წ. კვალიფიკაციის ამაღლება „სამეანო გინეკოლოგიური დახმარების ორგანიზაცია“. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ქ. მოსკოვი; 
2007 წ. უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული მოკლევადიანი კურსი: „ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“. ქ. თბილისი; 
2009წ ,, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა”. ქ. თბილისი . 
საქართველოს მეან–გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი. 
პუბლიკაციები
5 სამეცნიერო ნაშრომი რუსულ ენაზე ქ. მოსკოვის სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალებში.
დამატებითი მონაცემები
უცხო ენები: რუსული, ინგლისური, იტალიური თავისუფლად.