Nuk

ნეიროქირურგი

განათლება, კვალიფიკაცია
1963-1973 წ.წ. თბილისის პირველი საშუალო სკოლა;
1974-1980 წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პედიატრიული ფაკულტეტი;
დიპლომის შემდგომი განათლება:
1980-1982 თსსუ კლინიკური ორდინატურა, სპეციალობით ნეიროქირურგია.

დამატებითი მონაცემები
მიღწევები:
1982-1987 წ.წ.-ში სტაჟირება გაიარა მოსკოვის ე. ვ. შმიდტის სახ. ნევროლოგიის, ნ. ნ. ბურდენკოს სახ. ნეიროქირურგიის და კიევის რომოდანოვის სახ.ნეიროქირურგიის ინსტიტუტებში. 
ამჟამად არის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საავადმყოფოს ნეიროქირურგიული კლინიკის პროფესორი.

სადოქტორო დისერტაცია: „პროლაქტინ - მასეკრეტირებელი ადენომების კლინიკური მიმდინარეობა და თავისებურებები“ (1987 წ.)
ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, თანამედროვე მედიცინისა და კერძოდ, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია „პროლაქტინ-მასტიმულირებელი ადენომების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ (1987 წ). არის საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, მსოფლიო ნეიროქირურგთა კონგრესის წევრი, ევროპის ნეროქირურგთა ასოციაციის (EANS) და ნეიროქირურგთა მსოფლიო ფედერაციის (WFNS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.