აზიპინი / AZIPIN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): azithromycin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებებიმაკროლიდები
  • მწარმოებელი კომპანია: Rompharm Company
  • მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
  • გამოშვების ფორმა: 200მგ/5მლ ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 37.5მლ ფლაკონი # 1
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მიღების წესები და დოზები
სუსპენზიის მომზადების წესი:
ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31.3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 17 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულობა არის 37.5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 5 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.

გვერდითი მოვლენები
ვლინდება იშვიათად ( 1% და უფრო მცირე).
• საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი.
• ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
• შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში
• ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში-თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.
სხვა:შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.
• ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლოშემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულის რევა, სმენის დროებითი დაქვეითება, დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
-ანტაციდური საშუალებებისა ( ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას (კაფსულა და სუსპენზია), ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან. არ უკავშირდება ციტოქრომ P-450. აზიპინი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას ( ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენოტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზიპინი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიურობას მაშინ როცა, აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიკური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25C ტემპერატურაზე. მზა სუსპენზია ინახება მაცივარში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (200 მგ/5 მლ) ინახება 3 წელი..
მომზადებული სუსპენზია ინახება 5 დღე..
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.