ბილობა-რიცი ® / BILOBA RITZ ®


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკგოლიდ-ბილობალიდები (Terpene lactones).
მოქმედების მექანიზმი
ბილობა-რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას, ასევე - კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.

ჩვენებები
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა;
- ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამი თვე.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 000491 08.08.2005