ბრიგლაუ PPH / Briglau® PPH

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): brimonidine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიაგლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: POLPHARMA SA
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 2მგ/მლ 5მლ ხსნარი. თვალის წვეთები პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1. რა არის ბრიგლაუ PPH და რისთვის გამოიყენება ის
ბრიგლაუ PPH გამოიყენება თვალის წნევის დასაწევად.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე თვალის სხვა წვეთებთან ერთად თვალის მომატებული წნევის დასაწევად, რომელიც არის გამოწვეული ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან თვალის ჰიპერტენზიით.
ბრიგლაუ PPH-ს აქტიური ინგრედიენტია ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ახდენს თვალის წნევის დაწევას.

2. რა უნდა იცოდეთ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH:
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ბრიგლაუ PPH –ის (იხ. ნაწილი 6 და ნაწილი 2-ის დასასრული) სხვა ინგრედიენტების მიმართ.
- თუ იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს (მაგ. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მიანსერინს). თუ უკვე ღებულობთ ანტიდეპრესანტს, ჰკითხეთ თქვენს ექიმს თუ შეიძლება ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება.
-  თუ ხართ მეძუძური დედა.
-  ახალშობილებში/ბავშვებში (დაბადებიდან 2 წლამდე).

გაფრთხილებები
ბრიგლაუ PPH არ არის რეკომენდებული 12 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-ს დაუნიშნავენ 12წ-ზე მცირე ასაკის ბავშვს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ასევე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, იმ შემთხვევაში, თუ:
- გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, გონებრივი შესაძლებლობების შემცირება, თავის ტვინში სისხლის მიწოდების შემცირება, გულის პრობლემები,  კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევები ან სისხლის წნევის დარღვევები.
- გაქვთ ან წარსულში გქონიათ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება 
უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში თუ მიგიღიათ სხვა მედიკამენტები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
უამბეთ თქვენს ექიმს იღებთ თუ არა შემდეგი სახის მედიკამენტებს, რადგან მათ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ბრიგლაუ PPH-ით მკურნალობის მსვლელობაზე:
- ტკივილგამაყუჩებლებს, სედატიურ საშუალებებს, ოპიატებს, ბარბიტურატებს ან რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს,
- საანესთეზიო საშუალებებს
- წნევის დამწევ და გულის საშუალებებს,
- მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ მეტაბოლიზმზე, როგორებიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი და რეზერპინი,
- მედიკამენტებს, რომლებიც იგივე რეცეპტორებზე მოქმედებენ რაზეც ბრიგლაუ PPH, როგორებიცაა იზოპრენალინი და პრაზოსინი,
- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს ან სხვა ანტიდეპრესანტებს,
- სხვა ნებისმიერ მედიკამენტებს.
ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს თქვენს მიერ მიღებული რომელიმე მედიკამენტის დოზის ცვლილების შესახებ.

ორსულობა და ლაქტაცია
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, ვიდრე მიიღებდეთ რაიმე სახის მედიკამენტს.
უამბეთ თქვენს ექიმს თუ ხართ ორსულად ან თუ აპირებთ ორსულობას.
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.

ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა
ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაუარესება, რაც შესაძლოა გამწვავდეს ღამით ან ცუდ განათებაზე.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს დაღლილობა და ძილიანობა.
რომელიმე ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა სახის მანქანა-დანადგარები სიმპტომების გაქრობამდე.

ინფორმაცია ბრიგლაუ PPH-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბრიგლაუ PPH შეიცავს კონსერვანტს – ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზის გაუფერულება. ამიტომ, მოერიდეთ რბილი კონტაქტური ლინზის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, ბრიგლაუ PPH-ის გამოყენებამდე მოიხსენით და პრეპარატის გამოყენების შემდეგ ლინზის ხელახლა გაკეთებამდე დაელოდეთ 15 წთ-ის განმავლობაში.

3. როგორ უნდა გამოიყენოთ ბრიგლაუ PPH
ყოველთვის გამოიყენეთ ბრიგლაუ PPH ექიმის დანიშნულებისამებრ. შეკითხვების არსებობისას ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

12 წ. მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები
ჩვეული დოზა არის ერთი წვეთი ორჯერ დღეში დაავადებულ თვალში ჩაწვეთებით, დაახლოებით 12 სთ-იანი ინტერვალით.

12 წ. მცირე ასაკის ბავშვები
ბრიგლაუ PPH არ გამოიყენება 2 წ-ზე მცირე ასაკის ბავშვებში.
ბრიგლაუ PPH –ს გამოყენება არ არის რეკომენდებული 2-დან 12 წ-მდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი
ბრიგლაუ PPH გამოიყენება მხოლოდ თვალში ჩასაწვეთებლად. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა.
განოყენებამდე დაიბანეთ ხელები. თქვენს დანიშნულებაში მითითებულია დოზირება. იმ შემთხვევაში, თუ ბრიგლაუ PPH-თან ერთად იღებთ თვალის სხვა წვეთებსაც, მათ შორის მიღების შუალედი უნდა იყოს 5-15 წთ.

ჩაიწვეთეთ თვალში შემდეგნაირად:
1. გადაწიეთ თავი უკან და შეხედეთ ჭერს.
2. ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ქვემოთ.
3. დააყირავეთ ფლაკონი საწვეთურით ქვევით, ოდნავ მოუჭირეთ ხელი და ჩაიწვეთეთ თვალში.
4. დახუჭეთ თვალი, თითი ოდნავ დააჭირეთ დახურული თვალის შიდა კუთხეს (ცხვირისკენ) და გააჩერეთ 1 წთ-ის განმავლობაში.

არ შეეხოთ საწვეთურის თავით თვალს ან რაიმე სხვა ნაწილს. პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ ფლაკონი. 
იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ რბილ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსენით, გამოყენების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, რადგან პრეპარატში შემავალი კონსერვანტი აუფერულებს მათ.

ბრიგლაუ PPH-ის დოზის გადაჭარბება
მოზრდილები
ბრიგლაუ PPH-ის დოზის გადაჭარბება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს. შემდეგ ჯერზე გამოიყენეთ ზუსტი დოზა.
ბავშვები
ბავშვებში გლაუკომას მკურნალობისას ადგილი ქონდა დოზის გადაჭარბებას, რამაც შედეგად გამოიწვია ძილიანობა, კუნთების ჰიპოტონია, სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
მოზრდილები და ბავშვები
მედიკამენტის შემთხვევით გადაყლაპვისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება
თუ დაგავიწყდებათ ბრიგლაუ PPH-ის გამოყენება, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ის. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად მოსულია შემდეგი დოზის გამოყენების დრო,  გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივ გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება. 

ბრიგლაუ PPH-ის გამოყენების შეწყვეტა
იმისათვის, რომ პრეპარატი ეფექტური იყოს, გამოიყენეთ წვეთები ყოველდღიურად. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება ვიდრე ექიმი არ გირჩევთ.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა პრეპარატის გამოყენების შესახებ, კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად ბრიგლაუ PPH-მა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი  მოვლენების განვითარება. მიუხედავათ ამისა, გვერდითი მოვლენები შესაძლოა არ აღენიშნოს ყველას.
გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დაყოფილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ძალიან ხშირი: თვალის ალერგიული რეაქციები, ბუშტუკები ან თეთრი ლაქები კონიუნქტივაზე, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება ან ქავილი.
ხშირი: თვალის ზედაპირზე ცვლილებები, ქუთუთოს ანთება, კონიუნქტივიტის ანთება, მხედველობის გაუარესება, ქუთუთოს ან კონიუნქტივის შესიება, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაღიზიანება, ქუთუთოს შეწითლება, ყრუ ტკივილი, ტკივილი, სიმშრალე, თვალის ზედაპირის ეროზია და ფერის შეცვლა, ცრემლდენა ან კონიუნქტივის გათეთრება.
ძალიან იშვიათი: თვალის ფერადი გარსის ანთება ან გუგის შევიწროება. 
ამ მოვლენების განვითარება შესაძლებელია გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციით პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ასევე შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება სხეულის სხვა ნაწილებზეც:
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, დაღლილობა და (ან) ძილიანობა.
ხშირი: თავბრუ, შემცივნების შეგრძნება, პრობლემები კუჭის და (ან) ნაწლავების მხრივ, გემოს გაუკუღმართება და საერთო სისუსტე.
არახშირი: დეპრესია, პალპიტაცია ან გულის ცემის სიხშირის ცვლილება, ცხვირის სიმშრალე, საერთო ალერგიული რეაქციები.
იშვიათი: ქოშინი
ძლიან იშვიათი: უძილობა, გულის წასვლა, სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

5. ბრიგლაუ PPH –ის შენახვის პირობები
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- არ შეინახოთ 25oC-ზე მეტ ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ ფლაკონი თუ პირველ გამოყენებამდე ფლაკონის დამცავი თავსახური დაზიანებულია 
- არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე. ვარგისობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
- გამოიყენეთ გასხნიდან 28 დღის განმავლობაში.
არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ნაგავში. იკითხეთ ფარმაცევტთან, როგორ უნდა მოიცილოთ ვადაგასული მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. რაოდენობა შეფუთვაში და სხვა სახის ინფორმაცია
რას შეიცავს ბრიგლაუ PPH
- აქტიური სუბსტანციაა ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის 1მლ შეიცავს 2 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რომელიც 1.3მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.
- სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი (როგორც კონსერვანტი), პოლი(ვინილის სპირტი), ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა (პჰ-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
ბენზალკონიუმის ქლორიდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის იხ. 2 ნაწილის დასასრული.
ბრიგლაუ PPH-ის დახასიათება და რაოდენობა შეფუთვაში
ბრიგლაუ PPH არის გამჭვირვალე, ოდნავ მოყვითალო ფერის თვალის წვეთების ხსნარი, რომელიც მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონში.
თითოეული ფლაკონი შეიცავს 5მლ თვალის წვეთებს.
ყუთში მოთავსებულია ბრიგლაუ PPH-ის 1 ფლაკონი.