Nuk
ბრომჰექსინი ნიკომედი / Bromhexin Nycomed


შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 0,8 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლევომენთოლი  0,068 მგ
ქლორწყალბადიანი მჟავა 2 მოლ/ლ  PH 3,0-მდე
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 1,64 მგ
ეთანოლი 96%                30,0 მგ
სორბიტოლი 300,0 მგ
გასუფთავებული წყალი 762,0 მგ

პრეპარატის დასახელება: ბრომჰექსინი ნიკომედი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ბრომჰექსინი
წამლის ფორმა:  შიგნით მისაღები ხსნარი
 
შემადგენლობა: 
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი ------------------------- 0,8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი 0,068 მგ; ქლორწყალბადიანი მჟავა 2 მოლ/ლ PH 3,0-მდე; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი 1,64 მგ; ეთანოლი 96% 30,0 მგ; სორბიტოლი 300,0 მგ; გასუფთავებული წყალი 762,0 მგ.
აღწერა: უფერო, გამჭვირვალე, სუსტად მაოპალესცირებელი სითხე. 
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალება
ათქ კოდი: [R05CB02]
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ბრომჰექსინი ნიკომედი ახდენს მუკოლიზურ (სეკრეტოლიზურ), ამოსახველებელ და სუსტ ხველის საწინააღმდეგო მოქმედებას. მუკოლიზური ეფექტი დაკავშირებულია მუკოპროტეინული და მუკოპოლისაქარიდული ბოჭკოების დეპოლარიზაციასთან და ბრონქული სეკრეტის სეროზული კომპონენტის გაზრდასთან.
 
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, ბრომჰექსინი პრაქტიკულად მთლიანად (99%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 30 წუთის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, აქტიური ნივთიერების ღვიძლში პირველად გასვლისას ღვიძლის ფერმენტების აქტივობაზე და შეადგენს დაახლოებით 20%. ბრომჰექსინი პლაზმაში უკავშირდება ცილებს, გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში. ბრომჰექსინი ღვიძლში განიცდის დემეთილირებას და ჟანგვას, წარმოქმნილი მეტაბოლიტების ნაწილი (ამბროქსოლი) ინარჩუნებს აქტივობას. ნახევარდაშლის ზღვრული პერიოდი შეადგენს 15 საათს ქსოვილებიდან ნელი უკუდიფუზიის გამო. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში. ექსკრეტირდება თირკმლებით. თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას ირღვევა ბრომჰექსინის მეტაბოლიტების გამოყოფა. მრავალჯერადი მიღებისას, ბრომჰექსინმა შეიძლება განიცადოს კუმულაცია.
 
მიღების ჩვენებები
ფილტვების და ბრონქების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს მომატებული სიბლანტის ნახველის წარმოქმნა (ბრონქული ასთმა, პნევმონია, ტრაქეობრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიები, ფილტვების ემფიზემა, მუკოვისციდოზი, ტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი).
ბრონქული ხის სანაცია ოპერაციის წინა პერიოდში და ბრონქშიდა სამკურნალო და დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას, ოპერაციის შემდეგ ბრონქებში სქელი, ბლანტი ნახველის დაგროვების პროფილაქტიკა.
 
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში);
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
სიფრთხილით გამოიყენეთ პაციენტებში ანამნეზში კუჭიდან სისხლდენით, ბრონქების დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს სეკრეტის ჭარბი დაგროვება, ანამნეზში სისხლიანი ხველის ეპიზოდებით, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით. პრეპარატში სპირტის არსებობამ (3%) შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბავშვებზე, ოსრულებსა და თავის ტვინის დაავადებების მქონე  ადამიანებზე, ქალა-ტვინის ტრავმისას, ალკოჰოლიზმისას.
 
მიღების წესი და დოზირება
მიიღება შიგნით
მოზრდილები და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 10-20 მლ 3 ჯერ დღეღამეში.
6 – 10 წლის ბავშვები: 5-10 მლ 3 ჯერ დღეღამეში.
3 – 6 წლის ბავშვები: 2,5-5 მლ 3 ჯერ დღეში.
პრეპარატის მოსახერხებელი დოზირებისათვის გამოიყენება თანმხლები საზომი მენზურა.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია საკმაო რაოდენობის სითხის მიღება, რაც ხელს უწყობს ბრომჰექსინის სეკრეტოლიზურ მოქმედებას. 
 
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას იშვიათად შეიძლება განვითარდეს დისპეპსია, მათ შორის გულისრევა, ღებინება, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისხლის შრატში “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.
 
დოზის გადაჭარბება
ბრომჰექსინი ნიკომედის გამოყენებისას ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დოზის გადაჭარბების შემთხვევები უცნობია.
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევები.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არის. დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია ღებინების გამოწვევა, შემდეგ პაციენტს მივცეთ სითხე (რძე ან წყალი).
კუჭის ამორეცხვა რეკომენდებულია პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათში.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბრომჰექსინი ნიკომედი არ ინიშნება ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (მათ შორის კოდეინის შემცველ) ერთად, რადგან მათ შეიძლება გააძნელონ ბრონჰექსინი ნიკომედით გათხიერებული ნახველის ამოხველება.
ბრომჰექსინი ნიკომედი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი, ამპიცილინი, ამოქსიცილინი), სულფანილამიდური პრეპარატების შეღწევას ბრონქულ სეკრეტში.
პრეპარატი არათავსებადია ტუტე ხსნარებთან.
 
განსაკუთრებული მითითებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში: 5 მლ ხსნარი შეიცავს 1,5 სორბიტოლს, რაც შეესაბამება 0,12 პურის ერთეულს.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის სპირტი კონცენტრაციით 3%, რაც შეადგენს პრეპარატის ერთ დოზაზე მოზრდილებისათვის (20 მლ) – 0,6 გ, შესაბამისად ბავშვებისათვის (2,5 მლ) – 0,075 გ.
 
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების მართვის უნარზე
რეკომენდებული თერაპიული დოზების გამოყენება (20 მლ 3 ჯერ დღეში) არ ახდენს გავლენას პაციენტის ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.
3% ალკოჰოლის შემცველი პრეპარატის რეკომენდებული დოზების მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე და წარმოადგინოს საფრთხე მანქანის ტარების, ან მოწყობილობების მართვისას. 
 
გამოშვების ფორმა
ხსნარი შიგნით მისაღებად 0,8 მგ/მლ.
150 მლ პრეპარატი მუქი ფერის მინის ფლაკონში, ხრახნიანი პლასტიკური თავსახურით, შეერთებული გასახსნელ რგოლთან რომელიც უზრუნველყოფს პირველი გახსნის კონტროლს. პლასტიკურ თავსახურზე ჩამოცმულია დანაყოფებიანი მენზურა.
ეტიკეტის ნაწილი მიმაგრებულია ფლაკონზე სპეციალური წებოვანი ლენტით, რომელიც იძლევა ეტიკეტის აწევის საშუალებას. 
გამოყენების ინსტრუქცია დაკეცილი ფურცლის სახით მოთავსებულია ეტიკეტის მოძრავ ნაწილში (შეფუთვა “ფოლდინგ ლეიბლ”)
 
შენახვის პირობები
შეინახეთ +15-25oC ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. 
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.

გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
სად შევიძინოთ?