Nuk
კლოპიქსოლი® / Clopixol®


შემადგენლობა

ტაბლეტები 2 მგ 10 მგ
საშუალო წონა 62 მგ 93 მგ
დიამეტრი 5 მმ 6 მმ
ფორმა მრგვალი, ორმაგად ამობურცული, 
ფერი მკრთალი- მოვარდისფრო-
ვარდისფერი მოყავისფრო თითოეული ტაბლეტი შეიცავს ზუკლოპენტიქსოლის დიჰიდროქლორიდს იმ რაოდენობით რომელიც შეესაბამება ზუკლოპენტიქსოლის 2 მგ-ს და 10 მგ-ს. ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლოპიქსოლი წარმოადგენს ანტიფსიქოზურ საშუალებას (ნეიროლეფსიური), რომელიც ნაწარმოებია თიოქსანტენისგან.
ფარმაკოდინამიკა. ნეიროლეფსიური საშუალების ანტიფსიქოზურ მოქმედებას, როგორც წესი, უკავშირებენ დოფამინური რეცეპტორების ბლოკადას, რომელიც სავარაუდოდ, იწვევს ჯაჭვურ რეაქციას რომელშიც ჩართულია სხვა მედიატორული სისტემებიც.
კლოფიქსოლს გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიფსიქოზური და სპეციფიური შემაკავებელი მოქმედება. კლოფიქსოლმა შეიძლება გამოავლინოს გარდამავალი, დოზადამოკიდებული, სედატიური ეფექტი. თერაპიის დასაწყისში (ანტიფსიქოზურ მოქმედებამდე) სედატიური ეფექტის სწრაფი განვითარება წარმოადგენს დიდ უპირატესობას მწვავე ფსიქოზების მკურნალობისას. ტოლერანტობის მომენტი პრეპარატის არასპეციფიური სედატიური ეფექტის მიმართ მალე დგება. კლოპიქსოლის სპეციფიური სედაციური მოქმედება განსაკუთრებით დადებითია იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ აჟიტაცია, მოუსვენრობა, აგრესიულობა.

ფარმაკოკინეტიკა
ზუკლოპენტიქსოლის ბიოშეღწევადობა მისი პერორალური მიღებისას შეადგენს დაახლოებით 44%-ს. სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცნტრაცია მიიღწევა 4 საათის შემდეგ. ზუკლოპენტიქსოლი უმნიშვნელოდ აღწევს პლაცენტარული ბარიერის გავლით და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ ნეიროლეფსიური აქტიობა და გამოიყოფიან, ძირითადად განავალთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 20 საათს.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური მოშლილობები, განსაკუთრებით ჰალუცინაციებთან, პარანოიდულ ბოდვასთან და აზროვნების მოშლილობასთან ერთად, ასევე აჟიტაციური მდგომარეობისას, გაძლიერებული მოუსვენრობისას და აგრესიულობისას.
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მანიაკალური ფაზა.
გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელსაც თანსდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოქმედების სხვა დარღვევები.
სენილური ჭკუასუსტობა, რომელსაც თან სდევს პარანოიდული იდეები, ცნობიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, ქცევის დარღვევა.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზები უნდა ინდივიდუალურად შერჩეულ იქნას თითოეული პაციენტისათვის, მისი მდგომარეობის შესაბამისად. როგორც წესი, თავდაპირველად უნდა დაინიშნოს მცირე დოზები, რომლებიც შემდგომ სწრაფად უნდა გაიზარდოს ოპტიმალურ ეფექტურ დონემდე კლინიკური ეფექტის შესაბამისად.
შიზოფრენიის მწვავე შეტევა, სხვა მწვავე ფსიქოზური მოშლილობები; გამოხატული აჟიტაცია და მანია. როგორც წესი 10-50 მგ დღეში.
გამოხატული მოშლილობებისას და საშუალო სიმძიმის მდგომარეობებისას საწყისი დოზა 20 მგ/დღეში აუცილებლობის შემთხვევაში იზრდება 10-20 მგ-თი 2-3 დღის შუალედით დღეში 75 მგ-მდე და მეტი. 
ქრონიკული ფსიქოზური მდგომარეობები შიზოფრენიისას და სხვა ქრონიკული ფსიქოზებისას. დოზა შეადგენს 20-40 მგ/დღეში.
ოლიგოფრენიით დაავადებული პაციენტების შემთხვევაში. როგორც წესი – 6-20 მგ/დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-40 მგ-მდე დღეში
აჟიტაცია და ცნობიერების დარღვევა პაციენტებში სენილური დარღვევებით. 
როგორც წესი – 2,6 მგ/დღეში (სასურველია მიღებულ იქნას საღამოს), აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-20 მგ-მდე დღეში.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის თვალსაზრისით. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების განვითარება, განსაკუთრებით მკურნალობის საწყისს ეტაპზე. უმრავლეს შემთხვევაში ისინი კორიგირდება დოზირების შემცირებით და/ან ანტიპარკინსონური პრეპარატების დანიშვნით. მაგრამ დასახელებული პრეპარატების რეგულარული პროფილაქტიკური გამოყენება არ არის რეკომენდირებული. იშვიათ შემთხვევებში ხანგრძლივი თერაპიისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაგვიანებული დისკინეზია. ანტიპარკინსუნოლი პრეპარატები არ აუქმებენ მის სიმპტომებს. რეკომენდირებულია დოზირების შემცირება, ან თუ ეს შესაძლებელია, თერაპიის შეწყვეტა.
ფსიქიკური მოქმედების მხრივ. ძილიანობა საწყის სტადიაზე.
ვეგეტატიური ნერვული სისტემისა და გულისა და სისხლძარღვების სისტემის მხრივ. სიმშრალე პირის ღრუში, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა, ტახიკარდია, ორტოსტატიკური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა.
ღვიძლის მხრივ. იშვიათად შეიმჩნევა მცირე ცვლილებები ღვიძლის სინჯებში.

უკუჩვენება
ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით; კომატოზური მდგომარეობა. 
სიფრთხილის ზომები. კლოპიქსოლმა შეიძლება იმოქმედოს ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ამიტომ თერაპიის დასაწყისში აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმ დრომდე, სანამ არ იქნება განსაზღვრული მკურნალობაზე პაციენტის რეაქცია.
ხანგრძლივი თერაპიისას აუცილებელია ჩატარდეს პაციენტის მდგომარეობის დეტალური კონტროლი. განსაკუთრებული სიფრთხილით კლოპიქსოლი უნდა დაენიშნოს პაციენტებს რომელთაც აწუხებს კრუნჩხვითი სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი და გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.
კლოპიქსოლის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ორსულობისას და ძუძუთი ბავშვის კვებისას.

განსაკუთრებული მითითებები
ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს) წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ შესაძლებელ გართულებას ლეტალური შედეგით ნეიროლეფსიურების გამოყენებისას. ანს- ის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს ჰიპერთერმია, კუნთების რიგიდობა და ცნობიერების დარღვევა, რომლებსაც თან სდევს ვეგეტატური ნერვული სისტემის (ლაბილური არტერიული წნევა, ტაქიკარდია, გაძლიერებული ოფლიანობა) დისფუნქცია. პრეპარატის მიღების დაუყოვნებელი შეწყვეტის გარდა აუცილებელია გამოყენებულ იქნას სასიცოცხლო ფუნქციის ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები და სიმპტომატური მკურნალობა.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომატიური და შემანარჩუნებელი. რაც შიეძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდირებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის მოქმედების მხარდასაჭერად. არ არის სასურველი გამოიყენოს ადრენალინი, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება შეჩერდეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქიმიურად შეუთავსებადი კომბინაციები დადგენილი არ არის. კლოპიქსოლმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის სედატიური მოქმედება, ბარბიტურატების და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ინჰიბიტორების მოქმედება. არ არის რეკომენდირებული კლოპიქსოლის დანიშვნა გუანეტიდინთან და მსგავსი მოქმედების საშუალებებთან ერთად, რადგანაც ნეიროლეფსიურებმა შეიძლება შეამცირონ მათი ჰიპოტენზიური მოქმედება. კლოპიქსოლმა შეიძლება დააქვეითოს ლევოდოპისა და სხვა ადრენერგული საშუალებების მოქმედება, მეტოკლოპრამიდთან და პიპერაზინთან კომბინაცია კი ზრდის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გაზრდის საშიშროებას.

შენახვის პირობები და ვადები
კლოპიქსოლის ტაბლეტები ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC-ზე.
თითოეულ შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

სად შევიძინოთ?