Nuk
კონტრაკტუბექსი / Contractubex


შემადგენლობა
ცეფალინი(ხახვის ექსტრაქტი);ალანტოინი

ფარმაკოლოგიური თვისებები 
მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. ახასიათებს ფიბრინოლიზური ანთების საწინააღმდეგო (ხახვის ექსტრაქტი და კერატოლიზური (ალანტოინი) მოქმედება. ასტიმულირებს უჯრედოვან რეგენერაციას ჰიპერპლაზიის გარეშე. აინჰიბირებს კელოიდური ფიბრობლასტების პროლიფერაციას.
კონტრაქტუბექსი ღამის ინტენსიური პლასტირის ორფენოვანი შემადგენლობა ხასიათდება ორმაგი მოქმედების მექანიზმით, რითაც რეგულირდება ნაწიბურის წარმოქმნის პროცესი, ხდება რა ნაწიბურის წარმოქმნის პრევენცია და უმჯობესდება ახლად ფორმირებული ქსოვილის სიგლუვე, ფერი და სირბილე.
1. ოკლუზიური ეფექტი: რბილი ფოროვანი შრე სპეციალურად შექმნილია ნაწიბურის ქსოვილიდან წყლის ტრანსეპიდერმალური კარგვის  შესამცირებლად, რაც იძლევა კანის დაზიანებულ მიდამოში ნოტიო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას. გარდა ამისა, რბილი ღრუბლისებრი მასალა იცავს ნაწიბურის მგრძნობიარე ქსოვილს.
2. ინგრედიენტების გამოთავისუფლება: ადჰეზიურ შრეში არსებული მატრიქსი შეიცავს კონტრაქტუბექსის კარგად ნაცნობ ნივთიერებებს, როგორიცაა: ცეფალინი და ალანტოინი. პლასტირის კანზე დაკვრის შემდეგ ეს ნივთიერებები თანდათანობით გამოთავისუფლდება რამდენიმე საათის განმავლობაში.
მოქმედების ორმაგი მექანიზმის წყალობით რეგულირდება ნაწიბურის წარმოქმნის პროცესი, ხდება რა ნაწიბურზე ჭარბი ქსოვილის წარმოქმნის პრევენცია, იგი ხდება უფრო გლუვი, რბილი და ელასტიური.

ჩვენებები
ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურები, განვითარებული ქირურგიული ოპერაციების, ამპუტაციის, დამწვრობის და ტრავმების შემდეგ; სახსრების ანკილოზი (კონტრაქტურა);
დიუპიტრენის კონტრაქტურა; მყესების ტრავმული კონტრაქტურა; ორსულობის შემდგომი სტრიები; ატროფიული ნაწიბურები (უმეტესად განვითარებული აკნეს ან ფურუნკულოზის შემდეგ); ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან ტრავმების შემდგომ განვითარებული პათოლოგიური ნაწიბურების განვითარება.
შესაძლებელია გამოყენება ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში

მიღების წესი და დოზები
საჭიროა ნაწიბურის მიდამოს გულმოდგინედ დაბანა და გაშრობა. ჭრილობა სრულად უნდა იყოს შეხორცებული, ხოლო კანი – დაუზიანებელი.
გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ ღამის ინტენსიური პლასტირი.
მოხსენით გამჭვირვალე დამცავი ფენა, რომელიც პლასტირის წებოვან ზედაპირზეა დაკრული.
მოერიდეთ წებოვან ზედაპირთან შეხებას პლასტირის დაკვრამდე.
ნაწიბური სრულად უნდა დაიფაროს პლასტირით.
მცირე ზომის ნაწიბურის შემთხვევაში, შესაძლებელია პლასტირის დაჭრასუფთა მაკრატლის გამოყენებით. პლასტირის დაჭრა უნდა მოხდეს გამჭვირვალე დამცავი ფენის მოხსნამდე.
დიდი ზომის ნაწიბურის შემთხვევაში, შესაძლებელია რამდენიმე პლასტირის დაკვრა გვერდიგვერდ.
პლასტირი საჭირო ადგილას რჩება მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 12 საათის მანძილზე, ღამით, როდესაც კანის რეგენერაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურია.
მოიხსენით პლასტირი დილით და გადაადგეთ; პლასტირი არ არის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
სისტემური აბსორბციის არ ქონის გამო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად - ადგილობრივი კანის მხრივ რეაქცია

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენება ღია ან ქირურგიული ნაკერების მქონე ჭრილობაზე.
არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე ან მათ სიახლოვეს.
არ გამოიყენება კანის ანთებით უბნებზე.
არ გამოიყენება აკრილის, ცეფალინის ან ალანტოინის მიმართ ალერგიის დროს.
ხანგრძლივი დისკომფორტის ან გაღიზიანების არსებობის შემთხვევაში, პლასტირის გამოყენება უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს დერმატოლოგს ან მკურნალ ექიმს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პლასტირი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
პლასტირის დაჭრის შემთხვევაში, გამოუყენებელი ნაწილი ვარგისია 14 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

სად შევიძინოთ?