Nuk
ენტობანი / Entoban


შემადგენლობა :
თითოეული კაფსულა შეიცავს ექსტრაქტებს: ხოლარხენა ბუსუსიანი 400 მგ, მირტი ჩვეულებრივი 400 მგ, კოწახური ფხიანი 100 მგ, კომში ბენგალური 100 მგ, შავი მუხა 100 მგ, Butea monosperma 100 მგ.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეს უნიკალური პრეპარატი დამზადებულია რჩეულლი მცენარეების ნარევისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება ნაწლავების ინფექციების და პარაზიტული ინვაზიების სამკურნალოდ.

დღეისათვის ენტობანი რჩება საუკუთესო პრეპარატად პარაზიტული ინფექციების პროფილაქტიკისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ეს პრეპარატი იცავს და აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანას, ამცირებს რა ჭარბ მჟავიანობას და ახდენს პერისტალტიკის რეგულირებას. დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დამშვიდებელ, ბაქტერიციდულ მოქმედებას, სწრაფად მოქვს პაციენტისათვის სწრაფი შვება.

სამკურნალო მცენარეების სინერგიული მოქემედება დამხმარე მცენარეებთან კომბინაციაში ხდის ენტობანს არჩევის პრეპარატად ბასცილარული დიზენტერიის, ნაწლავური ამებიაზის, შერეული და არასპეციფიკური დიარეის, გასტროენტერიტის, როგორც საკვებით მოწამვლის გამოვლინების, მკუნალობაში.

ენტობანის ანტიმიკრობული მოქმედება  ახდენს სამკურნალო ეფექტს სხვადასხვა ეთიოლოგიის დიარეის დროს. გააჩნია სწრაფი სწაფი ანტიპროტოზოული ეფექტი, რაც განაპირობებს პრეპარატის დანიშვნას ამებიაზის  დროს.

ენტობანს ახასიათებს სწრაფი სპაზმოლიზური ეფექტი.

გამოყენების ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ამებიაზი.
- ჰეპატიტური ამებიაზი და სხვა დაავადებები  E.hystolitika-ს არსებობისას.
- ბაქტერიული და არასპეციფიკური დიარეა.
- გასტროენტერიტი.
დამხმარე საშუალება საკვებით მოწამვლის მკურნალობისას

 

დოზირება:
მოზრდილები: საწყისი დოზა: 2 კაფსულა

შემდეგ: 1 კაფსულა ყოველ 4 საათში

ან ექიმის დანიშნულებისამებრ

 

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
დიარეით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა ენტობანით მკურნალობისას გრძნობს შვებას 24-48 საათის განმავლობაში, მაგრამ ინფექციის სრულყოფილი კონტროლისათვის უმჯობესი მკურნალობის გაგრძელება 2-5 დღემდე. ამებიაზი შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება დაახლოებით 10 დღემდე მიუხედავად კლინიკური გამოვლინებისა, რომლებიც შეიძლება შეიძლება შეწყდეს  უფრო ადრე.

ზოგიერთი თერაპევტი იძლევა რეკომენდაციას ისფაკოლის (Ispaghol Husk) მიღებასთან დაკავშირებით, როგორც ადეკვატური რეჰიდრატაციული მკუნალობის (პერორალური რეჰიდრატაციული ხსნარები) დამატებისა, რაც შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენებების მიხედვით.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებასთან :
უცნობია

 

ჭარბი დოზირება:
უცნობია , ნაკლებად სავარაუდოა.

 

უკუჩვენებები:
ალერგიული დაავადებების დროს.

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

გვერდითი ეფექტები:
უმნიშვნელოა.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25˚C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.


ვარგისიანობის ვადა:
ნუ გამოიყენებთ შერფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.


აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაცემის წესი:
 ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


გამოშვების ფორმა:
შეფუთვა 20 და 60 კაფსულა

სად შევიძინოთ?