Nuk
ესპუმიზანი® / Espumisan®


1. ესპუმიზანი®  კაფსულების აღწერა და გამოყენება

პრეპარატი  ესპუმიზანი®     კაფსულები  შეიცავს  მოქმედ  ნივთიერებას  სიმეთიკონს, საშუალებას,  რომელიც  გამოიყენება  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტის  მხრივ  დარღვევების მოსახსნელად და დამხმარე საშუალების სახით დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს. მოქმედი ნივთიერება - სიმეთიკონი – შლის საკვებ მასაში და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  ლორწოში  დაგროვილ  აირის  ბუშტუკებს.  გამოთავისუფლებული  აირები შემდგომში შეიწოვება ნაწლავის კედელში და გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით.

 

გამოყენების სფერო 

- სიმპტომური  მკურნალობისთვის  აირების  მომატებული  დაგროვებით  გამოწვეული ჩივილების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) ან აირების მომატებული დაგროვება, მუცლის გადავსების შეგრძნება.

- მუცლის ღრუს ორგანოების ისეთი დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, როგორიცაა, რენტგენოგრაფია და სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა).

აირების  მომატებული  დაგროვებით  განპირობებული  ჩივილები  შეიძლება  იყოს  კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ ფუნქციური დარღვევების ნიშანი და შეიძლება გამოვლინდეს დამძიმების  ან  გადავსების,  ნაადრევი  დანაყრების  შეგრძნებით,  ბოყინით, მუცელში ყურყურით, მუცლის შებერილობით.

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთ ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას.

 

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ესპუმიზანი®  კაფსულების მიღებამდე

ესპუმიზანი®  კაფსულების მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ   ალერგია სიმეთიკონის, საღებავის ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF  (E  110), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის (E218) ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).


გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ესპუმიზანი®  კაფსულების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.


მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ ჩივილების გამოვლენის ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც დაადგენს ჩივილების მიზეზს და შესაძლო დაავადებას, რომელიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.

 

ესპუმიზანი®  კაფსულების და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.

 

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას  მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიმეთიკონის  მოქმედების  მექანიზმისა  და  კუჭ-ნაწლავის  ტრაქტიდან  ორგანიზმში

უმნიშვნელო რაოდენობით შეწოვის გამო, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი®   კაფსულების მიღებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს.

ორსულებში ესპუმიზანი®   კაფსულების გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვას არ საჭიროებს.

 

3. ესპუმიზანი®  კაფსულების მიღების წესი

მოცემული პრეპარატი მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით ან ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღების შესახებ რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზირება რეკომენებული დოზა:

აირების მომატებული წარმოქმნით, მაგალითად, მუცლის შებერილობით (მეტეორიზმით)  ან აირების მომატებული დაგროვებით, გადავსების შეგრძნებით გამოწვეული  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების მკურნალობა:

ასაკი

დოზირება

მიღების სიხშირე

ბავშვები 6 წლის ზემოთ, მოზარდები და მოზრდილები

2 კაფსულა (შეესაბამება

80 მგ სიმეთიკონს)

3-4-ჯერ დღე-ღამეში

მითითება: ესპუმიზანი®  კაფსულების მიღება შეიძლება აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.

 

ჩვილებისათვის და მცირე ასაკის ბავშვებისათვის გაყიდვაშია სხვა სამკურნალო ფორმები.

ესპუმიზანი®    კაფსულები  მიიღება  ჭამის  დროს  ან  ჭამის  შემდეგ,  აუცილებლობის შემთხვევაში – ძილის წინ.

 

მიიღეთ ესპუმიზანი®  კაფსულები ჩივილების მოგვარებამდე.

აუცილებლობის შემთხვევაში ესპუმიზანი®   კაფსულების მიღება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გაეცანით მე-2 პუნქტს ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები”

 

მუცლის   ღრუს   ორგანოების   მოსამზადებლად   დიაგნოსტიკური   გამოკვლევისათვის მოსამზადებლად,   როგორიცაა,   რენტგენოგრაფია   და  სონოგრაფია   (ულტრაბგერითი გამოკვლევა):

გამოკვლევამდე 24 საათით ადრე

დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს

2 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში (შეესაბამება საერთო დოზას 240 მგ სიმეთიკონს)

2 კაფსულა

(შეესაბამება 80 მგ სიმეთიკონს)

პრეპარატი ესპუმიზანი®  კაფსულების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში:

ესპუმიზანი®   კაფსულების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოწამვლა პრაქტიკულად გამორიცხულია. ესპუმიზანი®  კაფსულები დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება გართულებების გარეშე.

პრეპარატი ესპუმიზანი®  კაფსულების მოქმედი ნივთიერება - სიმეთიკონი - აქრობს ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წმინდა ფიზიკური გზით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება ორგანიზმში და არ განიცდის ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს.

 

ესპუმიზანი®  კაფსულების დოზის გამოტოვება

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.

 

ესპუმიზანი®  კაფსულების მიღების შეწყვეტა

შესაძლებელია ჩივილები ისევ გაჩნდეს.

 

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების

შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

ესპუმიზანი®  კაფსულების მიღებასთან დაკავშირებული არავითარი გვერდითი მოქმედება არ არის დღემდე აღნიშნული.

საღებავს ყვითელ “მზის ჩასვლას” (E 110) შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218) შეუძლია გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის შენელებული მოქმედების.

 

5. ესპუმიზანი®  კაფსულების შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე ან დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

 

პრეპარატის გაუქმებისას მისი კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების შემადგენლობა მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.

პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 40 მგ სიმეთიკონს.


სხვა კომპონენტები:

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218) [Ph.Eur.], ჟელატინი, გლიცერინი (85%), ქინოლინის ყვითელი (E 104), ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF (E110).

 

პრეპარატი ესპუმიზანი® კაფსულების აღწერა და შეფუთვა

ესპუმიზანი®   კაფსულები  არის  თითქმის  მრგვალი,  რბილი,  გარეგნულად  ერთგვარი, ყვითელი ჟელატინის კაფსულა, რომელსაც აქვს შოვი და გლუვი ზედაპირი. კაფსულის შემადგენლობა წარმოადგენს უფერო სითხეს, და შეიძლება იყოს ოდნავ მღვრიე.

 

ესპუმიზანი® კაფსულები გაიცემა შეფუთვით:

25 რბილი კაფსულა,

50 რბილი კაფსულა, 

100 რბილი კაფსულა.

 

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

 

გაცემის წესი:
ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

www.Espumisan.ge 

სად შევიძინოთ?