Nuk
ფლუკონა-დენკი 150 / Flucona-Denk 150


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.
1 მყარი კაფსულა შეიცავს 150მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთივთიერებებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი ( E171), ქუინოლინი ყვითელი (E 104), ყვითელი “დაისი” (E110).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი არის ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულების ქიმურ კლასს. ფლუკონაზოლი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს Candida და Cryptococcus სახეობების წინააღმდეგ.
ფლუკონაზოლი სპეციფიკურად მოქმედებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებულ სოკოების ფერმენტებზე და წარმოადგენს სოკოს სტეროლის სინთეზის ძლიერ და სპეციფიურ ინჰიბიტორს.
ფლუკონაზოლს გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ცხოველებზე ჩატარებულ სხვადასხვა in vivo კვლევებიდან (შიგნით მისაღები და ი.ვ) გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი ეფექტური იყო Candida, Cryptococcus და სხვადასხვა დერმატოფიტებით გამოწვეული ზედაპირული და სისტემური ინფექციების მიმართ.
Candida krusei რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. Candida glabrata–ს მგრძნობელობა ცვალებადია. Candida dubliniensis თავდაპირველად არ არის რეზისტენტული, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ვლინდება მისი მიდრეკილება რეზისტენტობის მიმართ. . Aspergillus spp. რეზისტენტულია ფლუკონაზოლსი მიმართ. ნორმალურ და იმუნოდაქვეითებულ ცხოველებში, ცხოველურ მოდელებში ენდემური მიკოზის დროს, რომელიც მოიცავს ინფექციებს Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis და Histoplasma capsulatum ფლუკონაზოლი ასევე აღმოჩნდა ეფექტური. კვლევაში მონაწილე პირებში 200-400მგ ფლუკონაზოლის დღიური დოზის დანიშვნას არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ენდოგენურ სტეროიდულ შრატის კონცენტრაციაზე ან ACTH-სტიმულატორ კორტიზოლის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შიგნით მიღების და ინტრავენური გამოყენებისას არის მსგავსი. შიგნით მიღების დროს ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. ერთდროულად საკვების მიიღება არ ახდენს შეწოვაზე ზეგავლენას. დიეტაზე მყოფ პაციენტებში პლაზმის კონცენტრაციის პიკი აღწევს მიღებიდან 0.5 და 1.5 საათის შემდეგ. პლაზმის ნახევრად გამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 30 საათი. პლაზმის კონცენტრაცია არის დოზის პროპორციული 1,600 მგ/დღეში დოზამდე. 
ფლუკონაზოლის გამეორებითი მიღებისას დღეში ერთხელ პლაზმის დონე 4-დან 5 დღის მერე მიიღწევა 90%-ით. მისი განაწილების მოცულობა შეესაბამება მთლიანი სხეულის სითხეს. პლაზმის ცილების შეკავშირება მცირდება (12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ყველა ქსოვილში და მისი დაშლა ხდება ორგანიზმის სითხეებში. ფლუკონაზოლის დონე ნერწყვში და ნახველში შეესაბამება პლაზმაში არსებულ დონეს. პაციენტებში სოკოვანი მენინგიტით ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ტვინის სითხეში შეესაბამება პლაზმის დაახლოებით 80%-ს.
ფლუკონაზოლი მიიღწევა უფრო მაღალ კონცენტარციით ეპიდერმისის გარეთა შრეში, ეპიდერმისში და ოფლში ვიდრე შრატში და გროვდება განსაკუთრებით ეპიდერმისისი გარეთა შრეში. 
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. დოზის 80% ძირითადად ჩნდება შარდში უცვლელი ნივთიერების სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინის კლირენსის.
ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლებლობას იძლევა მის დანიშვნას დღეში ერთხელ სოკოვანი ინფექციის მკურნალობის მიზნით.

ჩვენებები
ფლუკონა-დენკ 150 არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, ფლუკონაზოლი, მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ნივითიერებათა ჯგუფს.
ფლუკონა-დენკ 150 გამოიყენება საფუარა სოკოს მიერ (Candida and Cryptococcus) გამოწვეული სოკოვანი ინფექციიების სამკურნალოდ, კერძოდ:
- ვაგინალური სოკოვანი ინფექციები, რომელიც არ ექვემდებარება ადგილობრივ მკურნალობას
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ოფიციალური გაიდლაინები.

მიღების წესები და დოზები
ფლუკონა-დენკ 150 ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, მან უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი 
მყარი კაფსულის მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის დროს, კაფსულის დაღეჭვის გარეშე და დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (უმჯობესია ერთი ჭიქა წყალი).
შემდეგი ინფრომაცია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ფლუკონა-დენკ 150-ს იღებენ ექიმის განსხვავებული მითითების გარეშე. პრეპარატი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, რადგან სხვა შემთხვევაში ფლუკონა-დენკ 150-ის მიღების შედეგად არ გამოვლინდება სასურველი ეფექტი. 
მკურნალობის ხანგძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
თუ არ რსებობს ექიმის განსხვავებული მითითება, ფლუკონა-დენკ 150 მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდის გზით. რადგან ეს არის ერთჯერადი დოზა, დოზის დარეგულირება, თირკმელის ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით, არ არის აუცილებელი.
ფლუკონა-დენკ 150-ის მიღება ყოველთვის შეზღუდულია ერჯერადი დოზის სახით.
დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი მოზრდილთა დოზა. 
დოზირება ბავშვებში
ფლუკონა-დენკ 150 არ გამოიყენება ბავშვებში 16 წლამდე, თუმცა თუ არ არსებობს სოკოვანი ინფექციების მკურნალობის სხვა საშუალებები და თუ ექიმი თვლის, რომ გამოცდილების მიუხედავად აუცილებელია ფლუკონაზოლის მიღება, რეკომენდებულია ისეთი ფარმაცევტული ფორმების გამოყენება, როგორიცაა ხსნარები და ფხვნილი / გრანულები სუსპენზიისათვის.
პაციენტები (ბავშვები და მოზარდები) თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდის გზით. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (კრეატინის კლირენსი < 50მლ/წთ) ფლუკონა-დენკ 150-ის განმეორებითი მკურნალობის დროს საწყისი დოზა უნდა მიიღონ 50მგ/დღეში და 400მგ/დღეში პირველ და მეორე დღეს. შემდგომი დოზირების ინტერვალი ან დღიური დოზა უნდა შეესამაბებოდეს კრეატინის კლირენსის (თირკმლის ფუნქციის ხარისხი) მაჩვენებელს შემდეგი მაჩვენებლებით:

კრეატინის კლირენსი (მლ/წთ)დოზის ინტერვალი
დღიური დოზა
> 5024 საათი (ნორმალური დოზა)
11-5048 საათი ან ნორმალური დღიური დოზის ნახევარი
დიალიზზე მყოფი პაციენტებიერთი დოზა ყოველი დიალიზის შემდეგ

თუ პაციენტი თვლის, რომ ფლუკონა-დენკ 150-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ფლუკონა-დენკ 150-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ძალიან ხშირი:1-ზე მეტი შემთხვევა 10 ნამკურნალევი პაციენტიდან
ხშირი:1-დან 10 პაციენტი 100 ნამკურნალევი პაცინეტიდან
არც ისე ხშირი:1-დან 10 პაციენტი 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან
იშვიათი:1-დან 10 პაციენტი 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი:1-ზე ნაკლები შემთხვევა 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან
უცნობია:სიხშირე არ განისაზღვრა

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაფიქსირდა გამოკვლევების დროს არის თავის ტკივილი, ერითემა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერვა, ფაღარათი და გულისრევა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არც ისე ხშირი: ანემია
იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, (ლეუკოპენია, რომელიც მოიცავს ნეიტრიპენიას, აგრანულოციტოპენიას), სისხლის თრომბოციტების ნაკლებობას (თრომბოციტოპენია).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (ყველა სერიოზული რეაქცია), ქავილი ძალიან იშვიათად: ანგიოედემა, სახის შეშუპება. ყვითელმა “დაისმა” შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები
ფსიქიატრიული დარღვევები
არც ისე ხშირი: უძილობა, ძილიანობა. 
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: თავის ტკივილი
არც ისე ხშირი: გულყრები, ეპილეფსია, გულისრევა, ჩხვლეტის შეგრეძნება, გემოვნების დარღვევა, კანკალი, თაბრუსხვევა. 
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევბი:
იშვიათად: სისხლში ქოლესტრინის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, სისხლის კალიუმის დონის შემცირება. 
გულის დარღვევები
იშვიათად: გულის რითმის დარღვევები (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ტორსადეს დე პოინტეს ტიპის არითმია)
კუჭ-ნაჭლავის დარღვევები:
ხშირი: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.
არც ისე ხშირი: საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა, მადის დაქვეითება, ყაბზობა, პირის სიმშრალე. 
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები
არც ისე ხშირი: თირკმლის ფუნქციური ცვლილებები
ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევბი
ხშირი: ღვიძლის კრეატინის გაზრდა (გაზრდილი ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, AშAთ და ALAთ)
არც ისე ხშირი: ქოლესტაზი, ღვიძლის უჯრედების დაზიანება, საერთო ბილირუბინის დონის მომატება. 
იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, იშვიათ შემთხვევაში ფატალური გამოსავალით, ჰეპატოტოქსიურობა, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი (ღვიძლის უჯრედების სიკვდილი). 
კანისა და კანქვეშა ქსოვლიების დარღვევები
ხშირი: გამონაყარი კანზე (მაკულოპაპულარული ერითემა)
არც ისე ხშირი: ქავილი, ოფლიანობა.
იშვიათი: თმის ცვენა, კანის აქერცვლით მიმდინარე დარღვევები (სტივენს- ჯონსისი სინდრომი). 
ძალიან იშვიათი: კანის აქერცვლით მიმდინარე დარღვევები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან ლილის სინდრომი)
უცნობი: ჭინჭრის ციება, პუსტულები (მწვავე გენერალიზებული პუსტულოზი), (ფიქსირებული) წამლისმიერი ეგზანთემა.
ძვალ-სახსროვანი და შემართებელი ქსოვილის დარღვევბი
არც ისე ხშირი: კუნთების ტკივილი
ზოგადი დარღვევბი და ადგილობრივი რეაქციები
არც ისე ხშირი: დაღლილობა, სისუსტე, ცხელება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად შეინიშნა აივ-ინფექცირებულ პაციენტებში (21%), ვიდრე სხვა პაცინტებში (13%). მსგავსი გვერდითი მოვლენები აღინიშნება ორივე ჯგუფის პაციენტებში.
პედიატრიული პაციენტები:
გვერდითი მოვლენები ყველაზე სიხშირად გამოვლინდა ბავშვებში, ვიდრე ყველა დანარჩენ პაციენტებში. გარდა ამისა, ბავშვებში განსაკუთრებით გამოვლინდა გაღიზიანება და ანემია. 
შესაბამისი ზომების მიღება
ფლუკონა-დენკ 150-ის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჩვეულბრივ არის მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის. მხოლოდ იშვიათ შემთხევევაში გახდა საჭირო მკურნალობის კურსის შეჩერება გვერდითი მოვლენების გამო. მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელების ან შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ალერგიულ რეაქციებს, რომლის შემთხვევაშიც პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ფლუკონა-დენკ 150 ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ასეთ შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
 თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის ან აზოლის წარმოებულის, ყვითელი “დაისის” ან ფლუკონა-დენკი 150-ის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
 სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს და ასევე განიცდიან მეტაბოლიზმს CYP3A4-ს მეშვეობით, როგორიცაა ცისაპრიდი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, პიმოზიდი და ქინიდინი (იხილეთ ასევე ნაწილი “ფლუკონა-დენკ 150-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება” და “ფლუკონა-დენკ 150-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან“).
ფლუკონა-დენკ 150-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება: თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, მაშინ ფლუკონა-დენკ 150 მიიღება მხოლოდ შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვით. რჩევისთვის უნდა მიერმართოს მკურნალ ექიმს.
 თუ ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციის დროს განვითარდება გამონაყარი, მაშინ ფლუკონა-დენკ 150-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს. 
 თუ პაციენტი ერთდროულად იღებს 400 მგ/დღეში ნაკლებ ფლუკონაზოლს და ტერფენადინს, ასეთ შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. 400მგ ან უფრო მეტი ფლუკონაზოლის და ტერფენადინის კომბინირებული მიღება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი “ფლუკონა-დენკ 150-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
 ფლუკონაზოლი მიიღება სიფრთხილით თუ პაციენტი ერთდროულად მკურნალობს პრეპარატებით, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე და თუ პაციენტი მიდრეკილია გულის რითმის დარღვევისაკენ. 
 კომბინირებული გამოყენება აქტიურ ნივთიერება - ჰალოფანტრინთან ერთად არ არის რეკომენდებული. 
 თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია ძალიან შემცირებულია, მაშინ დოზაც უნდა შემცირდეს შესაბამისად (იხილეთ ასევე ნაწილი 3).
 თუ პაციენტი ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტული სისტემების საშუალებით, ასეთ შემთხვევაში იგი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ (იხილეთ განყოფილება “ფლუკონა-დენკ 150-ის ურთერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
 ფლუკონა-დენკ 100 არ ინიშნება ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თავის თქმიანი ნაწილის სოკო (ტინეა ცაპიტის).
 ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეპტიული ზომები (იხილეთ განყოფილება “ორსულობა და ლაქტაცია”).
ბავშვები 
არ შეიძლება ფლუკონა-დენკ 150-ის დანიშვნა ჩვილებსა და პატარა ბავშვენში. გამოცდილებიდან ჩანს, რომ ფლუკონა-დენკ 150-ის დანიშვნა შესაძლებელია ბავშვებში 16 წლის ასაკიდან, თუ შეუძლებელია სხვა სახის მკურნალობის ჩატარება.
ხანდაზმულები 
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმლის შეზღუდული ფუნქცია, ინიშნება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა. თუ კრეატინის კლირენსი არის <50მლ/წთ, მაშინ დოზა უნდა დარეგულირდეს იმ გაიდლაინების შესაბამისად, რაც არსებობს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ფლუკონა-დენკ 150 არ მიიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. ფლუკონა-დენკ 150-ით მკურნალობის დროს ლაქტაცია არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატმა შეიძლება იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვა (იხ. ნაწილი 4).
მნიშვნელოვანი ინფრომაცია ფლუკონა-დენკ 150-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ 
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტი გაფრთხილებულია ექიმის მიერ, რომ მას აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ფლუკან-დენკ 150-ის მიღებამდე უნდა მიემართეს ექიმს.

ჭარბი დოზირება
ფლუკონა-დენკ 150-ის დოზის გადაჭარბება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ინტოქსიკაციის სიმპტომების მკურნალობა (იხ “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). 
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. 
ფლუკონა-დენკ 150-ის დოზის გამოტოვება
ფლუკონა-დენკ 150-ის რეკომენდებულზე ნაკლები დოზის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია გამოტოვებული დოზის მიღება იმავე დღეს. 
ფლუკონა-დენკ 150-ის მიღების შეწყვეტა
სოკოვანი ინფექციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მისი განმეორების შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით პაციენტმა დოზირების რეჟიმის შესაბამისად უნდა მიიღოს ფლუკონა-დენკ 150.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა, მათ შორის არასარეცეპტო პრეპრატების შესახებაც.
ქვემოთ ჩამოთვილი ურთიერთქმედება განსაკუთრებით ეხება ფლუკონაზოლის განმეორებით დანიშვნას. თუმცა, ისინი ასევე შეიძლება გამოვლინდეს ფლუკონა-დენკ 150-ით მკურნალობის დროს, რომელიც განკუთვნილია, როგორც ერთჯერადად გამოსაყენებელი 150 მგ. დოზა, 
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აცნობოს ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
 ტერფენადინი, გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ
 ასტემიზოლი, გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ
 ცისაპრიდი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევბის სამკურნალოდ
 პიმოზიდი, ფსიქიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი 
 ქინიდინი, გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ პრეპარატი.
ფლუკონაზოლის და ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის კომბინირებულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები და გულის გაჩერება. შესაბამისად, ასტემიზოლი, ცისაპრიდი, პიმოზიდი და ქინიდინი არ უნდა იქნეს მიღებული ფლუკონაზოლთან ერთად.
აგრეთვე, არ შეიძლება ტერფენადინის კომბინირებული მიღება ფლუკონაზოლთან ერთად, რომლის დღიური დოზა შეადგენს 400მგ-ს ან უფრო მეტს; ფლუკონაზოლის 400მგ-ზე ნაკლები დოზის მიღების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ქვემოთ მოყვანილ ნივთიერებებთან ერთად კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფლუკონა-დენკ 150-ის ეფექტურობაზე: 
- ჰიდროქლოროთიაზიდი, შარდმდენი;
- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი, ტუბერკულიოზის სამკურნალო პრეპარატები ფლუკონაზოლი თრგუნავს CYP2C9 Dდა CYP3A4 ფერმენტებს. შესაბამისად ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს იმ პრეპარატების პლაზმის კონცენტრაცია, რომლებიც მეტაბოლიზდებიან აღნიშნული ფერმენტებით. ამიტომ, მსგავსი კომბინაციები ყოველთვის ინიშნება სიფრთხილით და პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ ფლუკონაზოლის კურსის მკურნალობის დამთავრებიდან 4-5 დღის განმავლობაში. ფლუკონა-დენკ 150-თან ერთად კომბინირებულმა მკურნალობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდეგ ნივთიერებებზე: 
 ალფენტანილი, საანესთეზიო საშუალება; 
 ამიტრიპტილინი ან ნორტრიპტილინი, დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები; 
 ამფოტერიცინი B, სოკოვანი ინფექციის სამკურნალო პრეპარატი; 
 კუმარინის ტიპის სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, როგორიცაა ფენპროკოუმონი და ვარფარინი; 
 ბენზოდიაზეპინები, როგორიცაა მიდაზოლი და ტრიაზოლამი; 
 ნიფედიპინი, ისრადიპინი, ნიკარდიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი, მაღალი არტერიული წნევის და გარკვეული გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; 
 კარბამაზეპინი, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი; 
 ცელეკოქსიბი, ანთების სამკურნალო პრეპარატი; 
 ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესიული პრეპარატი; 
 ტრიმეტრექსატი, სიმსივნის სამკურნალო პრეპარატი; 
 ჰალოფანტრინი, მალარიის სამკურნალო პრეპარატი; 
 ქოლესტერინის მომატებული დონის შესამცირებელი პრეპარატები, როგორიცაა ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი; 
 მეტადონი, ნარკომანიის სამკურნალო პრეპარატი;
 ლოზარტანი, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი; 
 შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები (ტაბლეტები); 
 ფენიტოინი, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი;
 პრედნისონი, კორტისონი; 
 სულფონილ-შარდოვანას ტიპის პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლში გლუკოზის დონეს, მაგალითად ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი
 ტაკროლიმუსი და სიროლიმუსი, იმუნოსუპრესიული პრეპარატები;
 თეოფილინი, ასთმის სამკურნალო პრეპარატი; 
 ზიდოვუდინი, დიდანოსინი, აივ-ი ინფექციის სამკურნალო პრეპარეტები; 
 QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები (ანტიარითმიული პრეპარატები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი; ტრიციკლური ანტიდეპრესანტები; მაკროლიდები; ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატები). 
ფლუკონა-დენკ 150-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფლუკონა-დენკ 150-ის და საკვების ერთდროულად მიღება არ მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის აბსორბციაზე.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?