Nuk
დათვის კენკრას ფოთოლი / Folia arctostaphylos uva ursi

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

დათვის კენკრას ფოთოლი შეიცავს ფლავონოიდებს (კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, მირისიტრინი, ჰიპეროზიდი, მირისეტინი), ვაშლის ორგანულ, პროტოკატექონურ და ჭიანჭველას მჟავეებს, აგრეთვე პიროგალური ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, არბუთინისა და მეთილარბუტინის გლიკოზიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დათვის კენკრას ფოთოლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დიურეზული თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მცენარეში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად. მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით. იგი აღიზიანებს თირკმლის ქსოვილს და აძლიერებს შარდის გამოყოფას.

ჩვენებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და ანტიმიკრობული საშუალება.
გამოიყენება შარდის ბუშტის, საშარდე გზების, ურეთრიტებისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. მცენარე ავლენს მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო და დიურეზულ მოქმედებას, იწვევს საშარდე გზების გასუფთავებას ბაქტერიული ფლორისაგან და ამცირებს ანთებით პროცესს.

უკუჩვენება
დათვის კენკრას მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს საშარდე სისტემის ანთებითი მოვლენების და თირკმლისმიერი სიმპტომების გამწვავება თირკმლის მილაკების გაღიზიანების შედეგად

სად შევიძინოთ?