Nutricia
ასკილის ნაყოფი / Fructus Rozae

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 100 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ასკილის ნაყოფი შეიცავს ასკორბინის მჟავას (6%-მდე), ვიტამინებს B1,B2,K,E PP, P, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ჰექტინის მჟავას, ლიმონის მჟავას, შაქარს, რკინას, მარილებს, მანგანუმს, მაგნიუმსა და კალციუმს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედების მიმართ. ასკილის ნაყოფი აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს, ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული თვისებები

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება.
გამოიყენება C და P ავიტამინოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, აგრეთვე მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ნეფრიტის, ჰეპატიტის, ათეროსკლეროზის, ენტეროკოლიტის, სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენისა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის სამკურნალოდ.