Nuk
ჰედელიქსი სიროფი / HEDELIX


შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრატს DAC (2,2_ 2,9:1) _ 40მგ;
დამხმარე ნივთიერება: მაკროგოლგლიცერინჰიდროქსისტეარატი, ანისულის ზეთი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას _ სუროს ფოთლების ექსტრატს. სასუნთქი გზების ანთებისას და ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, ჩვეულებრივი თხევადი სეკრეტი გარდაიქმნება წებოვან ნახველად, რომელიც იწვევს ხშირ და არაპროდუქტიულ ხველას. პრეპარატის მიღების შედეგად ხდება ნახველის გათხიერება, ამოხველების გაიოლება, სუნთქვის გაუმჯობესება, ხველის შემცირება ან გაქრობა.

ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი ამოხველების გართულება 
-მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი 
-ტრაქეობრონქიტი
-ბრონქული ასთმა 
-ბრონქოექტაზიური დაავადება.

მიღების წესები და დოზები
ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფი მიიღება განუზავებლად. პატარა ბავშვებისათვის რეკომენდებულია ჩაით ან ხილის წვენით განზავებული ჰედელიქსის მიღება. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი კვირისა. ხანგრძლივი თერაპიული შედეგისათვის, პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში. თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება დღეში 3_4-ჯერ.
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც მოცემულია პრეპარატის გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.

ასაკობრივი ჯგუფი მიღების ოდენობაერთჯერადი დოზამაქსიმალური სადღეღამისო დოზა
მოზრდილები და ბავშვები 10 წლიდან ზევით3-ჯერ დღეში5 მლ300მგ აქტიური კომპონენტი
4-10 წლის ბავშვები4-ჯერ დღეში2,5 მლ200მგ აქტიური კომპონენტი
 1-4 წლის ბავშვები3-ჯერ დღეში2,5 მლ150მგ აქტიური კომპონენტი


ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფის შეფუთვაში არის საზომი კოვზი, რომელიც შეესაბამება 5მლ-ს და გააჩნია ნიშნები: ,,1/4”, ,,1/2” და ,,3/4”, რაც შეესაბამება 1,25მლ, 2,50მლ და 3,75მლ-ს.

გვერდითი მოვლენები
პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში, რაც გამოიხატება გულისრევისა და ღებინების, აგრეთვე ფაღარათის სახით.
რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლინების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია!

უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის შესახებ (ალერგიები) სუროს ექსტრაქტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. აგრეთვე, არგინინსუქცინატსინთეტაზის უკმარისობის (დაავადება, რომელიც გამოწვეულია საშარდე ციკლის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით) დროს. ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ მიიღება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია
ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის: ჰედელიქსი სიროფი შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. სიროფის 5 მლ შეიცავს 1,75გ სორბიტოლს (რაც შეესაბამება 0,44გ ფრუქტოზას) რაც შეესაბამება დაახლოებით 0,15 პე. სორბიტოლმა შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი საფაღარაფო მოქმედება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის დღიდან _ 6 თვე.
შენახვის პირობები
ინახება 15°C-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?